5 რჩევა მოდურ გოგონებს ლეგენდარული კარლ ლაგერფელდისგან

5 რჩევა მოდურ გოგონებს ლეგენდარული კარლ ლაგერფელდისგან
ადამიანი, რომელმაც მოდა შექმნა. ადამიანი, რომელმაც მოდის შესახებ ყველაფერი იცის. ადამაინი, რომელიც თავად არის მოდის განსახიერება - ლეგენდარული დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი მოდურ რჩევებს გვაძლევს, როგორ შევქმნათ ელეგანტური და ნატიფი სტილი.

რჩევა #1: შეიძინეთ სამოსი, რომელიც თქვენი სხეულის ტიპს უხდება



თუნდაც ძალიან მოგეწონოთ რაიმე ლამაზი კაბა, თუ ის სხეულზე იდეალურად არ ზის - უარი თქვით მასზე.

რჩევა #2: ნუ იტყვით უარს სიმარტივეზე



ხშირად გვირჩევენ, გამოვიყენოთ უამრავი აქსესუარი, ტანსაცმლის რთული თარგები, რათა გამორჩეულად გამოვიყურებოდეთ. შედეგად კი, არაფრით გამოვირჩევით და ბრბოში ვიკარგებით. კარლ ლაგერფელდი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, შეარჩიო კარგი მაისური და ჯინსები და იმიჯს ხარისხიანი ქურთუკი დაამატო. ეს გახლავთ კლასიკა, რომელიც მუდამ მომგებიანად გამოიყურება.

რჩევა #3: თუ საჭიროება არ მოითხოვს, ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს



ბუნებრივი სილამაზე მუდამ მიმზიდველია, მას არ სჭირდება რუჟი, ტონალური საცხი და პომადები. ეს ყველაფერი კანს ავნებს. ლაგერფელდი აღნიშნავს, რომ ქალების უმეტესობა უფრო ლამაზია მაკიაჟის გარეშე. გაითვალისწინეთ ეს რჩევა - გაუფრთხილდით კანს.

რჩევა #4: ჩაიცვით სეზონის შესაფერისად


5 რჩევა მოდურ გოგონებს ლეგენდარული კარლ ლაგერფელდისგან

გრძელი თეთრი კაბა სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან, როცა გარეთ წვიმა ან თოვლიანი ამინდია. ზაფხულში კი ნაცრისფერი და არაფრისმთქმელი ფერები უადგილოა. კარლ ლაგერფელდი მიიჩნევს, რომ ზაფხულში კაშკაშა ფერები უნდა შევარჩიოთ, ზამთარში კი - მშვიდი და მუქი.

რჩევა #5: იყავით ლამაზი სახლშიც



თუნდაც მარტო იყოთ, არავის ელოდოთ სტუმრად - ეს რჩევა მუდამ გასათვალისწინებელია. რაც უფრო კარგად გამოვიყურებით, მით უფრო გვემატება თავდაჯერებულობა, თანაც ეს განწყობაზე მოქმედებს!