10 "ვარსკვლავური" ხელის თხოვნა, რომელიც უპასუხოდ უბრალოდ ვერ დარჩებოდა

10 "ვარსკვლავური" ხელის თხოვნა, რომელიც უპასუხოდ უბრალოდ ვერ დარჩებოდა

6. დინ მაკდერმოტი და ტორი სპელინგი




საახალწლოდ დინმა შეყვარებულ ზღაპრულ ვაგონში ჩასვა და პარკში წაიყვანა. გზაზე მათ საახალწლოდ მორთული ხეები ხვდებოდათ. მოგზაურობის დასასრულს, გაიხსნა პატარა კარები, სადაც მათ ელეგანტური მაგიდა და პატარა ყუთი დახვდათ. როცა ბეჭედი ხელზე გაუკეთეს, ტორი ცოლად გაყოლაზე დათანხმდა. 

7. მერაია ქერი და ნიკ კენონი




ნიკ კენონმა შეყვარებულს ხელი ორჯერ სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მერაია თავიდანვე თანახმა იყო. ნიკმა მომღერლის სახლის სახურავი ბევრი ვარდისფერი და წითელი ბუშტებით გააფორმა. საჩუქრად ბეჭდის ფორმის ნამცხვარი მიართვა, რა თქმა უნდა, ნამცხვრის შიგნით ნამდვილი ბეჭედიც იყო. მეორე დრეს, ემპაირის შენობაზე გადაფრენის დროს, ნიკმა მერაიას ჰკითხა, მზად იყო თუ არა მთელი ცხოვრების მასთან გასატარებლად. და კვლავ დაინახა როგორ უციმციმებდა მერაიას თვალები ბედნიერებისგან. მათი სიყვარული მხოლოდ 6 წელი გაგრძელდა.

8. ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი




ჯენიფერის 33 წლის იუბილეს გრანდიოზული საღამო გაიმართა, წვეულების დროს სატვირთო მანქანამ დიდი საჩუქრად გაფორმებული ყუთი მოიტანა. მსახიობმა იფიქრა, რომ ყუთში ახალი ავტომობილი იყო. მაგრამ ყუთში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ყუთი იყო. და ბოლოს მან პატარა ყუთი გახსნა, სადაც ბრილიანტის ბეჭედი იყო. ერთი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ჯენიფერმა და ბენმა შეძლეს თავიანთი ქორწინების შენარჩუნება განქორწინებაზე განცხადების შეტანის შემდეგაც.

9. ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი




ჰარისონ ფორდი კალისტა ფლოკპარტთან ერთად 8 წელი ცხოვრობდა. ის მიხვდა რომ ეს მისი ქალია და მხოლოდ მასთან შეუძლია ბედნიერი იყოს. წმინდა ვალენტინის დღეს, ჰარისონმა კალისტას კრუასებით სავსე ყუთი აჩუქა, სადაც დიდი ხნის ნანატრი ბეჭედი იყო. 

10. ჟასმინი და ილან შორი




მან ხელი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქში - პარიზში სთხოვა. ყვავილებით გაფორმებული პატარა ნავი, კაიუტაში მაგიდა იყო გაწყობილი და ორი წყვილი სანთელი ენთო. როცა ჯასმინი და ილანი გემბანზე გამოვიდნენ, მომღერლებმა ილანის საყვარელი სიმღერა Je t’aime იმღერეს. ხიდის ქვეშ გავლის დროს მათ ზემოდან ყვავილები გადმოაფრქვიეს. ილანი ცალ მუხლზე დაიჩოქა, გახსნა ყუთი ნიშნობის ბეჭდით და ჰკითხა, თუ გაჰყვებოდა ცოლად. ჟასმინმა დაბნეულობისგან უპასუხა "არ ვიცი". მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგონა ილანმა ჟასმინის თანხმობა.