მადონა გამოტყდა, რომ მას თუფაქ შაკურთან რომანი აკავშირებდა
ამ გამაოგნებელ აღიარებას ადგილი ჰქონდა ვარსკვლავთან ვიდეო ინტერვიუს ჩაწერის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ჰოვარდ სტრენის პროგრამის მიხედვით. 56 წლის მომღერალმა ახსენა რომანი, როდესაც სტერნმა ჰკითხა მას დევიდ ლეტერმანის ტელეშოუში სკანდალური გამოჩენის შესახებ. ამ ფაქტს სკანდალურს ვუწოდებთ, რადგან ვარსკვლავმა ზუსტად 14 ჯერ ახსენა უცენზურო სიტყვა პირდაპირ ეთერში. ეს პროგრამა შევიდა ისტორიაში ყველაზე უცენზურო გადაცემის სახელით.
"მე უცნაურ მდგომარეობაში ვიყავი იმ დღეს" - ასე ახსნა მადონამ თავისი უმსგავსო საქციელი. "ამ პერიოდში მე ვხვდებოდი თუფაქ შაკურს, რაც ცუდად მოქმედებდა ჩემზე. როდესაც მოვედი შოუში, მე თავს ნამდვილ განგსტერად ვგრძნობდი". რასაკვირველია გადაცემის წამყვანს ამ სიტყვების გაგონებაზე გაოცება შეეტყო სახეზე, თუმცა მადონამ ამ რეაქციას ისე უპასუხა, თითქოს ეს ფაქტი ისედაც ყველასათვის კარგად ცნობილი უნდა ყოფილიყო. ამ დრომდე მომღერას არასდროს უხსენებია რეპერთან რომანის შესახემ.
თუფაქ შაკურის ალბომები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია მთელს მსოფლიოში (მისი ალბომების 50 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მხოლოდ აშშ_ში) . რეპერი 1996 წლის სექტემბერში 25 წლის ასაკში ლას-ვეგასში დახვრიტეს.