7 ინტერიერის საიდუმლო, რომელიც ყველა პატარა ბინის მფლობელმა უნდა იცოდეს

5. ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად სარკეები გამოიყენეთ

სარკე საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც ოთახს სინათლეს შემატებს, ცოტათი ვიზუალურად გააფართოებს. ისე დაკიდეთ რომ ფანჯრიდან სინათლეს ირეკლავდეს, მაშინ მიხვდებით რომ ეს მხოლოდ სიტყვები არაა.
6. მოწესრიგებულად შეინახეთ ნივთები

წესრიგი ნივთების ორგანიზებულად შენახვაზეც არის დამოკიდებული. თუ ნივთები მთელ სახლში მიმოყრილი იქნება პატარა ინტერიერი კიდევ უფრო პატარა გამოჩნდება. მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი, ლამაზად დაალაგეთ. ნივთების შესანახად დეკორატიული ყუთები შეგიძლიათ გამოიყენოთ.
7. დააფინეთ გეომეტრიული პრინტის ხალიჩა

ხალიჩა შეიძლება ინტერიერის ერთი ჩვეულებრივი დეტალი გეგონათ, რომელსაც ზამთარში ფეხების გასათბობად იყენებთ. სინამდვილეში ის ძლიერი ინსტრუმენტია, როცა საქმე პატარა ბინის გაფორმებას ეხება. საჭიროა სწორად შეარჩიოთ ფერი, ზომა და პრინტი.
პატარა ოთახისთვის შეიძინეთ პატარა ზომის ხალიჩა გეომეტრიული პრინტით. გამოიყენეთ ცივი და ნათელი ფერები.