10 რჩევა სკანდინავიური სტილის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად.

10 რჩევა სკანდინავიური სტილის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად.
სკანდინავიური სტილი სოციალ-დემოკრატიული აზროვნების შედეგია. ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად ფიქრი იმაზე, რომ კეთილმოწყობილ სახლს ყველა იმსახურებს, ნელ-ნელა მწიფდებოდა. სკანდინავიური სტილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განსაკუთრებით გააქტიურდა. სკანდინავიასა და ისლანდიაში მოდერნიზმი და ფუნქციონალიზმი ახალ საფეხურზე აიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ უბრალო, მასიური წარმოების ავეჯისგან შეექმნათ მყუდრო და დახვეწილი დიზაინის სახლი.

  1. შენობა
    სინათლით სავსე ოთახები დიდი ფანჯრებითა და ღია კარით. ჭეშმარიტი სკანდინავიური სტილი გულისხმობს ხის ნათელი ჯიშების იატაკის ხალიჩებით დაფარვას ყველგან გარდა სველი წერტილებისა.

  2. ფერი
    თეთრი კედლები და ცივი ნაცრისფერი და ლურჯი ტექსტილი საუკეთესოდ გადმოსცემს სწორედ იმ სკანდინავიური სტილის ატმოსფეროს. თუმცა უფრო ფერადი ტექსტილი,ისეთი როგორიცაა Marimekko (60-ანების სტილში) და Josef Frank ასევე მომგებიანი იქნება ასეთ ინერიერში. ისინი ძალიან განსხვავებული და ძალიან სკანდინავიურები არიან.


  3. ნედლეული
    ხე, ხე და კიდევ ერთხელ ხე. ნუ შეგეშინდებათ კედლების და თუნდაც ჭერის ხით მოპირკეთება,ოთახისთვის სითბოსა და სიმყუდროვის შესაძენად. გამოიყენეთ თეთრი და ნაცრისფერი საჯღენთისი ან დატოვეთ ბუნებრივი ფერი, მაგალითად თბილი ფიჭვი ან მუხა.


  4. ფორმა
    სუფთა და გასაგები ხაზები, არქიტექტურიდან ავეჯამდე. ყველაფერი მარტივი და გასაგები უნდა იყოს.


  5. ფუნქცია
    სკანდინავიური ინტერიერი ნამდვილად ძალიან ფუნქციონალურია და გამოდგება საცხოვრებლად. აქ ზალიან ცოტაა გამოუსადეგარი კუთხეები, მოსახვევები და ავეჯი.


  6. ავეჯი
    სიმარტივე და ფუნქციონალურობა - სკანდინავიური ავეჯის ძირითადი მახასიათებლებია. არსებობს რამოდენიმე ავეჯის მწარმოებელი, რომელიც შუასაუკუნეებიდან აწარმოებენ საოცარ ავეჯს - ჰანს ვეგნერი, ალვარ აალტო და არნე იაკობსენი. მათი ავეჯი გამოირჩევა იმით, რომ ის დღესაც ისევე ლამაზად გამოიყურება როგორც შექმნის დროს იყო ჩაფიქრებული.



  7. ბუხარის კუთხეში განთავსება
    სკანდინავიური ზამთარი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე უმრავლეს ევროპულ ქვეყანაში და შესაბამისად სახლების უმრავლესობას გააჩნია ორიგინალური ბუხარი, სასტუმრო ოთახში. ჩვენთვის ჩვეული ბუხარისგან განსხვავებით, რომელიც როგორც წესი დიდი ოთახის ცენტრშია განთავსებული, სკანდინავიური ბუხარი წარმოადგენს ძალიან უბრალო ფილების რიგს, რომელიც ოთახის კუთხეშია განთავსებული.


  8. ეკოლოგიურობა
    შვედები საკმაოდ გონებამახვილები გამოდგენ იმისათვის, რომ საკუთარ სახლში ეკოლოგიურად სუფთა ასპექტები დაემატებინათ. Triple-მომინვა, იზოლაცია კედლებისთვის და სახურავისთვის, სათბური ტუმბო(ნასოსი)... ყოველივე ეს შვედური მშენებლობებისთვის ჩვეულებრივი ამბავია.


  9. ინტერიერი და ექსტერიერი
    შვედებს განსაკუთრებით უყვართ სახლის შიდა ნაწილის გარე ფასადთან, ქუჩასთან დაკავშირება. ამგვარად აივანი ან ტერასა არსებობს ყველაზე პატარა სახლშიც კი. ისინი როგორც წესი გემბანის ტიპის არიან და გამოიყენება გრილის დასანთებად ან უბრალოდ დასასვენებელ სივრცედ სუფთა ჰაერზე ზაფხულის თბილ დღეებში.

  10. აქსესუარები
    ნებისმიერი შვედი შეშფოთდება კლასიკური საბჭოთა ინტერიერის ხილვისას, ბროლის (ხრუსტალი) და ფაიფურის კოლექციებით თაროებზე, თეფშებით კედლებზე და შპალიერით. კედლები დეკორატიული უნდა იყოს ხოლო აქსესუარები მკვეთრი, საინტერესო და საკუთარი ისტორიის მქონე.