როგორ გავზარდოთ ტორენია თესლისგან 

როგორ გავზარდოთ ტორენია თესლისგან 

პიკირება და ახალგაზრდა ყლორტების მოვლა

როგორც კი ორი ნამდვილი ფოთოლი გამოჩნდება მცენარეს პიკირებას უკეთებენ. რაც უფრო მალე გადარგავთ ინდივიდუალურ კონტეინერებში მით უკეთესი. ტორენიასთვის ჩვეულებრივ 10 სმ დიამეტრის ქოთანს იყენებენ. პიკირებას ცალცალკე უკეთებენ, იშვიათად ორს ერთად.

პიკირების შემდეგ მცენარე გრილ ადგილას გადააქვთ, სადაც ტემპერატურა 16-18 გრადუსია. სავალდებულოა ყლორტების დაჩქმეტვა, რომ უფრო მასიური ბუჩქი გამოვიდეს. პიკირებიდან 10 დღის შემდეგ შეგიძლიათ ტორენიას სტანდარტული სასუქი მიაწოდოთ. გრუნტიანი მცენარისთვის სასუქი საჭირო არაა.

ნერგების გამკვრივება

ტორენია სიცივისადმი მგრძნობიარეა. ამიტომ ნერგების გამკვრივებას ადრე იწყებენ, ოღონდ ისე რომ ტემპერატურა 15 გრადუსს დაბლა არ ჩამოვიდეს. უბრალოდ მცენარე კარგ ამინდში აივანზე გამოიტანეთ. 



ტორენიას დარგვა

ტორენიას ბაღში ადრეულად დარგვა არ შეიძლება. ქოთნის მცენარეც კი აივანზე მხოლოდ თბილ ამინდებში გამოაქვთ. ნებისმიერი ცივი ღამის დროს შეიძლება ტორენია დაიღუპოს. ამიტომ მას ბაღში მხოლოდ ივნისში პერიოდში რგავენ. 

ადგილი ტორენიას კარგად უნდა შეურჩიოთ. მათ უყვართ მზე, მაგრამ მზის პირდაპირი დასხივების შემთხვევაში ფოთლებს კარგავენ. ამიტომ ბაღში მცენარე ნახევრად ჩრდილ ადგილას დარგეთ. 

ტორენიასთვის კიდევ ორი პირობაა მნიშვნელოვანი:
  • ნალექისა და ქარისგან დაცვა (თუ შესაძლებელია ორპირი ქარისგანაც)
  • ნოყიერი ნიადაგი წყლის კარგი გამტარობით.


დაშორება ნერგებს შორის ტორენიასთვის უნდა იყოს 10-20სმ. ქოთნებსა და კონტეინერებში მინიმუმ 10 სმ. 

გადარგვის შემდეგ რეგულარულად მოუარეთ. სისტემური მორწყვის გარეშე ტორენიას ვერ გაზრდით. თუმცა წყლის გაჩერებას უნდა ერიდოთ. ცხელ ამინდებში მორწყვის გარდა ყვავილი საღამოობით ან დილით ადრე კარგად დანამეთ.

ტორენიას ყველა სახეობას სასუქს ერთნაირად აწოდებენ: ყოველ ორ კვირაში რთული მინერალური სასუქი. გარდა ამისა მათ ფორმირებაც დასჭირდებათ: უკვე აყვავილებული ყვავილები უნდა მოაშოროთ ოპერატიულად, წამოზრდილი ყლორტები გადაჭრათ რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოთ.