როგორ შევქმნათ საახალწლო ატმოსფერო სახლში, როცა განწყობა ნული გაქვთ

ბალიშები და ქსოვილები

ახალი წლისთვის ბევრი ინტერიერს ცვლის, რემონტს აკეთებს და ძველს ახალი ავეჯით ანაცვლებს. თუმცა ამას ვერ აკეთებთ შეგიძლიათ უბრალო ქსოვილით ყველაფერი შეცვალოთ. დივანს და ბალიშებს ნათელი ფერის ქსოვილი გადააკარით და შექმენით საახალწლო განწყობა.
ფიფქები

საახალწლო ინტერიერის განუყრელი ნაწილი. შეგიძლიათ გამოჭრათ ქაღალდისგან ან გამზადებული შეიძინოთ. მიამაგრეთ ფანჯრებზე, სარკეებზე, ჩამოკიდეთ ნათურებზე. ჩართეთ ფანტაზია.
ნაძვის ხე

საახალწლო განწყობის რეცეპტი, რომელიც ხარვეზების გარეშე მუშაობს - ეს ნაძვის ხის გაფორმებაა. უკეთესია თუ ნაძვის ხეს მთელი ოჯახი ერთად მორთავთ. სტანდარტული სათამაშოების გარდა იფიქრეთ ალტერნატიული ვარიანტებზე - კანფეტი, ლიმონის და ფორთოხლის ნაჭრები და სხვ. თუმცა იცოდეთ ზომიერება, მასზე ყველაფერი არ დაკიდოთ.
საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ

საჩუქრები ყველას უყვარს, განსაკუთრებით ახალ წელს. საახალწლო განწყობას შეიქმნით და ინტრიგასაც შემატებთ თუ საჩუქრებს ნაძვის ქვეშ დააწყობთ.
ლამაზი ავეჯი

მორთეთ არა მხოლოდ ნაძვის ხე, არამედ ავეჯიც, სასადილო სკამებიც. ამისთვის გამოიყენეთ წითელი ფერის ლენტები, ფიფქები, გირჩები.

თუ საახალწლო განწყობის ძიებაში არიან, სათამაშოები თავად შექმენით. ეს საინტერესო პროცესია, რომელიც ნერვებს ამშვიდებს. შეგიძლიათ ფერადი ქაღალდებისგან გვირგვინები გააკეთოთ. ეს ცარიელი სივრცეს მშვენივრად გააფორმებს.