ქარვის მჟავა - შეუცვლელი ნივთიერება ოთახის მცენარეებისთვის

ქარვის მჟავა -  შეუცვლელი  ნივთიერება ოთახის მცენარეებისთვის
მცენარეების ქარვის მჟავით დამუშავების მეთოდები


კონცენტრაციის დამზადება დამოკიდებულია მიზანზე, თუ მცენარის რომელ ნაწილს ამუშავებთ და რა რაოდენობით. ამ ნარევის სასარგებლო თვისებები სამი დღის განმავლობაში რჩება, ზედმეტის მომზადება არ ღირს. 

ქარვის მჟავა ფხვნილი ან ტაბლეტის სახით წყალს(35-40 გრადუსი) შეურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება მოურიეთ. შემდეგ გრილი წყლით საჭირო კონცენტრაციამდე დაიყვანეთ. ხშირად ოთახის მცენარეებისთვის მსუბუქ ნარევს იყენებენ. მის მოსამზადებლად საჭიროა თავიდან 1%-იანი ნარევის მომზადება. ამისთვის დაგჭირდებათ 1 ლ წყალი და 1 გრ ქარვის მჟავა. კარგად გახსნის შემდეგ აიღეთ 200 მლ ნარევი და დაუმატეთ 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი. მიღებული სითხით შეგიძლიათ დაამუშავეთ ფესვები და აღმონაცენები ზრდის სტიმულაციისთვის, ასევე შეგიძლიათ თესლის მორწყვა. 

  • ორი პროცედურა ერთთვიანი ინტერვალით რეკომენდებულია დასუსტებული და დაავადებული მცენარეებისთვის სასიცოცხლო ფუნქციების აღსადგენად.
  • ქარვის მჟავის ნარევი აუცილებლად გამოიყენეთ გადანერგვის დროს ფესვების მოსარწყავად. 
  • კალმით გამრავლების შემთხვევაში, დაჭრილი კალმები ჩადეთ ქარვის მჟავას სუსტ ხსნარში 2-3 სმ სიღრმეზე 3 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ოდნავ გამოაშრეთ და მიწაში დარგეთ. 
  • ხსნარი ეფექტურად იმოქმედებს გამწვანების მასალისთვის. თესლი 12 ან 24 საათით ქარვის ნარევში ჩადეთ. ეს დააჩქარებს ზრდის პროცესს.