გახსენით თეთრებად ღირებული ეს ნივთიერება წყალში. მისგან გასაოცარ სარგებელს მიიღებთ.

გახსენით თეთრებად ღირებული ეს ნივთიერება წყალში. მისგან გასაოცარ სარგებელს მიიღებთ.
არსებობს ლამაზი სქესის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ქოთნის მომხიბვლელი ყვავილების მიმართ გულგრილობით გამოირჩევა? სამწუხაროდ, ოთახის მცენარეების მოვლა არც თუ ისე მარტივია, თუ შესაბამის ცოდნას არ ვფლობთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თეთრებად ღირებულ ამ საშუალებას, რომელსაც ქარვამჟავას სახელწოდებით ვიცნობთ, მსგავსი დადებითი გავლენა ექნებოდა მცენარეებზე.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტური და უსაფრთო სასუქის რეცეპტს, რომელიც თქვენს ოთახის ლამაზმანებს საოცარი გზით გარდასახავს.



ქარვამჟავა მცენარეებისთვის

ქარვამჟავა - თეთრი ან გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერება, რომლისთვისაც საერთოდ არ არის დამახასიათებელი სუნი და იყიდება თეთრებად ყოველ ორ ნაბიჯში.



ქარვამჟავას თვისებები
  1. მცენარეების ზრდის არაჩვეულებრივი მარეგულირებებლი, რომელიც ხელს უწყობს ოთახის ლამაზმანს, მარტივად აითვისოს საკვები ნივთიერებები ნიადაგიდან.

  2. ის გასაოცარი სტრესული ადაპტოგენია, ანუ ეხმარება მცენარეს, სწრაფად და მარტივად გადაიტანოს სტრესული სიტუაცდია გადარგვის შემდეგ.



  3. ნიადაგში მოხვედრისას თეთრი კრისტალური ნივთიერება არეგულირებს ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების პროვესს და აღადგენს ნიადაგის ჯანსაღ მიკროფლორას.

  4. ქარვამჟვა ზრდის მცენარეების მდგრადობას გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.

  5. თუ მცენარის თესლებს ან ნერგს ნიადაგში გადატანამდე ქარვამჟავას ხსნარით დაამუშავებთ, გააუმჯობესებთ მათი ადაპტაციის უნარს ახალი პირობების მიმართ.



  6. გარდა ამისა, მოცემული ნივთიერება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ქარვამჟავას წყალხსნარის დამზადება, რომელიც ნიადაგის გასანაყოფიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ძალიან მარტივია. პირველ რიგში, გახსენით 1 გრამი კრისტალები 2 ან 3 ჩაის კოვზ თბილ წყალში და მიღებული ხსნარი ჩაამატეთ 5 ლიტრ წყალში. ჯადოსნური საშუალება მზად არის! მისი შენახვა ნებადართულია არაუმეტეს 3 დღისა. მოცემული ვადის გასვლის შემდეგ ქარვამჟავა მთლიანად კარგავს სასარგებლო თვისებებს.



გამოყენება:
  1. მიპკურება
    ქარვამჟავას წყალხსნარით შეგიძლიათ მცენარის ფოთლების, ღეროსა და ფესვების დამუშავება. ეს მარტივი პროცედურა სტიმულირებს მცენარის ჯანსაღი ზრდის პროცესს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებებისგან.



  2. ხსნარში ჩალბობა
    ფესვების ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის ჩაალბეთ ისინი ქარვამჟავას წყალხსნარში და გააჩერეთ რამდენიმე საათით. თუ გადანერგვამდე თქვენს ოთახის ლამაზ მცენარეს ამ პროცედურას ჩაუტარებთ, საიმედოდ დაიცავთ მას სტრესისგან.



  3. თესლების დამუშავება
    ქარვაჟავას ხსნარს ხშირად გამოიყენებენ გამოცდილი მებაღეები თესლების დასამუშავებლად. ამ კრისტალური ნივთიერების 1 აბი დაფქვით კარგად, გახსენით 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში მოათავსეთ თესლები 12 საათით. პროცედურის შემდეგ გადაიტანეთ ის ნიადაგში. ასე თქვენ შეძლებთ თესლის გაღვივების პროცესის დაჩქარებას და ზრდის პროცესში დაიცავთ მცენარეს მრავალი დაავადებისგან.



  4. მორწყვა
    თუ თქვენ ამ გასაოცარი ხსნარით მცენარეებს მოწრყავთ, შეძლებთ მათი ზრდის პროცესის დაჩქარებას და გარემოს უარყოფითი ფაქტორებისადმი მისი მდგრადობის გაუმჯობესებას.



თუ თქვენ მცენარეების მოყვარული ხართ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება მათ მოსავლელად. მიღებული შედეგი აუცილებლად გაგახარებთ!