12 სახლის მცენარე, რომლებიც ყველაზე ბნელ ადგილას კი ხარობს

12 სახლის მცენარე, რომლებიც ყველაზე ბნელ ადგილას კი ხარობს

ფილოდენდრონი

ეს მეყვავილეების ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. კარგად გრძნობს თავს ჩრდილში, შესანიშნავად ასუფთავებს ჰაერს. ხანდახან ზედმეტი ფოთლების მოცილება სჭირდება, ძალიან რომ არ წავიდეს სიმაღლეში.

ნეორეგელია
ტროპიკული მცენარე, რომელიც კარგად გრძნობს თავს ხელოვნური განათების პირობებში. ჰყვავის ნესტიან ადგილებში, მაგალითად, სააბაზანოში.

სპატიფილუმი
თუ ხშირად მოწყვა გავიწყდებათ და თქვენს ოთახში მზის შუქი იშვიათად ხვდება - ეს ლამაზი ყვავილი სათქვენოა.

აგლაონემა
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ცუდად განათებული ოთახისთვის. იდეალურია დამწყები მებაღეებისთვის.

სანსევიერია
მცენარე, რომელსაც თითქმის არ სჭირდება მოვლა. შუქი მის ზრდაზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ კარგად ცხოვრობს სიბნელეშიც.

მაღალი ასპიდისტრა
ეს მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს ჩრდილშიც, სითბოშიც, სიცივეშიც. მაგრამ მოთმინება უნდა მოიკრიბოთ, რადგან ძალიან ნელა იზრდება.