ორქიდეა ქილოშისტა ლუნიფერა (Chiloschista lunifera)

ორქიდეა ქილოშისტა ლუნიფერა (Chiloschista lunifera)
ქილოშისტა ლუნიფერა - გახლავთ მცენარე, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ფოთლები, თუკი მოვლის პირობები არ დარღვეულა. ეს, როგორც წესიი, ხდება მზის უკმარისობის დროს, როცა ფოთლები იზრდება, მაგრამ ისინი მალევე გასცვივა, თუ სწორად მოუვლით. ფოთლების ნაცვლად, ფოტოსინთეზი ფესვებში ხდება, სადაც ქლოროფილების ფორმირება და საკვები ნივთიერებების მომარაგება ხდება.

ორქიდეის ამ ჯიშის ყვავილებს ვანილის სურნელი აქვს. ყვავილები ყვითელი შეფერილობისაა, შიდა მხარეს კი ნარინჯისფერი ან თეთრი ლაქები აქვს. ყვავილობა 2 თევს გრძელდება, წელიწადში რამდენჯერმე.

მას ძალიან უყვარს ნათელი ადგილები, მზის პირდაპირი სხივებიც კი, რაც ხელს უწყობს მცენარის კარგად განვითარებას. ქილოშისტასთვის კომფორტული ტემპერატურაა 25-30 გრადუსი, მაგრამ კარგი ყვავილობისთვის, საჭიროა დღე-ღამის ტემპერატურის ცვლილება. ზამთარში, სიმშვიდის პერიოდის შესაქმნელად, მცენარეს 15-17 გრადუსიანი ტემპერატურა სჭირდება.

აქტიური ზრდის პროცესში, ყვავილი უხვად უნდა მორწყათ, კვირაში 1-2-ჯერ. სიმშვიდის პერიოდში - ზომიერად.

მცენარე კარგად ხარობს მაღალი ტენიანობის პირობებში, ამიტომ, უმჯობესია, შექმნათ ტენიანი ჰაერის მიკროკლიმატი აივანზე ან გამჭვირვალე სათბურში - აკვარიუმის მსგავსში, რომელიც ჰაერგამტარი იქნება.

თბილ პერიოდში უნდა შეიტანოთ კომპლექსური სასუქი „კემირა-ლუქსი“ კვირაში ერთხელ, პერიოდულად ჩაანაცვლეთ „იდეალით“.
მრავლდება თესლებით და ფესვების წამონაზარდის დაყოფით.