10 ყველაზე შეშლილი სილამაზის სტანდარტი წარსულიდან, რომლის არსებობაშიც კი შეგეპარებათ ეჭვი

ინგლისი მე17 საუკუნე - ვენური ქსელი

ქალბატონებს მათი მაღალი სოციალური მდგომარეობისთვის ხაზი რომ გაესვათ, კისერზე, გულმკერდზე და მხრებზე იხატავდნენ ცისფერი ფანქრით ვენურ ქსელს.
ვიქტორიანული ერა: ტუჩების კვნეტა

დედოფალმა ვიქტორიამ აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, თუმცა ქალლბატონებმა მაინც იპოვეს გამოსავალი, ისინი პომადის და ფერუმარილის გამოყენების ნაცვლად ლოყებს იჩქმეტდნენ და ტუჩებს იკვნეტდნენ.
მე 19 - საუკუნე : დარიშხანი სილამაზისთვის

მე 19 საუკუნეში მოდური იყო დარიშხნის მირთმევა. იმისთვის რომ ქონოდათ ელვარე კანი, მბრწყინავი თვალები და მიმზიდველი მრგვალი სხეული. თუმცა მას ქონდა გვერდითი ეფექტებიც, დარიშხანი გროვდებოდა ფარისებრ ჯირკვალში და იწვევდა ჩიყვს და ზოგჯერ სიკვდილსაც.
ვიქტორიანული ერა : მწვანე კაბები

ვიქტორიანული ეპოქაში მწვანე საღებავი იქნა გამოგონებული, რომელიც გახდა ნამდვილი ტრენდი კოსტიუმერებს შორის. ფერს ეწოდებოდა "შილის მწვანე". ეს საღებავი იყო შექმნილი დარიშხნის და სპილენძის ნარევისგან და ნელა კლავდა კაბის მფლობელს. საღებავი კანთან კონტაქტის შედეგად აღიზიანებდა კანს და ნელა აღწევდა მასში.
მე 18 საუკუნე: ხალები

ეს იყო პერიოდი როცა კოსმეტიკის კეთილშობილური გამოყენება იყო ნებადართული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელოვნურ ხალებს. ის არამარტო მაკიაჟის ნაწილი, არამედ ფლირტაობის საგანიც იყო.
ზედა ტუჩზე ხალი ნიშნვდა რომ ქალბატონი იყო მარტოხელა და მზად იყო საქორწინო შემოთავაზებების მისაღებად.
მარჯვენა ლოყაზე - გათხოვილი;
მარცხენა ლოყაზე - ქვრივი.