10 ყველაზე უჩვეულო დედა კაცობრიობის ისტორიაში

10 ყველაზე უჩვეულო დედა კაცობრიობის ისტორიაში

6. ტყუპების ყველაზე მხცოვანი დედა (2008)




ომკარი პანვარის ქმარი, რომელსაც უკვე 2 ქალიშვილი და 5 შვილიშვილი ჰყავდა, ბიჭზე ოცნებობდა. მან ყველაფერი გაყიდა და ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა. შედეგად, 70 წლის ომკარის ტყუპი შეეძინა: გოგონა და ბიჭი, ამგვარად, ტყუპების ყველაზე მხცოვანი დედა გახდა ისტორიაში.

7. ყველაზე ნაყოფიერი სუროგატი დედა



49 წლის ინგლისელმა ქეროლ ჰორლოკმა 15-ჯერ იმშობიარა, აქედან 13 ბავშვი სხვებს გადასცა. ქალი გეგმავდა, მხოლოდ ერთხელ გამხდარიყო სუროგატი დედა, მაგრამ წარმატებული მშობიარობის შემდეგ შეჩერება ვერ შეძლო. ამჟამად ქეროლი იმედოვნებს, რომ კიდევ მრავალჯერ შეძლებს მშობიარობას.

8. რვა ჩვილის დედა (2009)



მას შემდეგ, რაც ნადია დენიზ დოუდ-სულეიმან გუტიერესმა ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა, შეატყობინეს, რომ 8 შვილის დედა გახდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე მას უკვე 6 შვილი ჰყავდა.

9. მშობიარობებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა (1956 – 1997)



ელიზაბეთ ენ ბათლს პირველი შვილი 1956 წელს შეეძინა 19 წლის ასაკში, მეორე კი - 60 წლის ასაკში 1997 წელს. ამგვარად, ბელინდა, უფროსი ქალიშვილი, ძმა იოსებზე 41 წლით უფროსია.

10. ყველაზე პატარა დედა მსოფლიოში



სტეისი გერალდს, რომლის სიმაღლე მხოლოდ 71 სანტიმეტრია, არასრულყოფილი ოსთეოგენეზი აწუხებს, რის გამოც ძვლები ემსვრევა და სუსტად განვითარებული ფილტვები აქვს. 35 წლის ქალმა განაცხადა, რომ ორსულობა შესაძლოა მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, იყოლიოს სამი შვილი.