10 ყველაზე უჩვეულო დედა კაცობრიობის ისტორიაში

10 ყველაზე უჩვეულო დედა კაცობრიობის ისტორიაში
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უჩვეულო დედას მსოფლიოში. მათ შვილები უნიკალურ პირობებში გააჩნიეს და ამით გახდნენ ცნობილი. ასეთ უჩვეულო ქალებს სხვა ვერსად შეხვდებით, მათი ისტორია კი მართლაც აოცებს.

1. მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვის დედა (2004)



ორსულობის 25-ე კვირაში მაჰაჯაბინ შეიხს ქალიშვილი - რუმაისუ რახმანი შეეძინა. გოგონა მხოლოდ 244 გრამს იწონიდა და სიმაღლეში 25 სმ იყო. რუმაისას ტყუპისცალი 460 გრამს იწონიდა. რუმაისა სრულიად ჯანმრთელ ბავშვად ჩამოყალიბდა სხეულის ნორმალური მასით.

2. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დედა (2008)



ინდოელი რაჯო დევი ლოჰანი 70 წლის ასაკში გახდა დედა 40 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. მას აბსოლუტურად ჯანმრთელი შვილი შეეძინა.

3. ყველაზე ახალგაზრდა დედა ისტორიაში (1939)




ლინა მედინა 5 წლის და 7 თვის ასაკში გახდა დედა. როდესაც ის საავადმყოფოში მოხვდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მუცელში სიმსივნე აქვს. მაგრამ კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გოგონა 7 თვის ორსულია. ერთ თვეში გოგონას შვილი შეეძინა საკეისრო კვეთის დახმარებით.

4. პირველად ისტორიაში მამაკაცმა იმშობიარა (2008)



დაუჯერებელია, მაგრამ თომას ბიტი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, ქალად დაიბადა. 10 წლის ასაკში ტრეისი ლაგონდინო მიხვდა, რომ არ სურს, იყოს გოგონა და 8 წლის შემდეგ საკუთარი ტრანსფორმაცია დაიწყო. უამრავი ოპერაციის შემდეგ ტრეისი თმასად გარდაისახა, ამასთან, ქალის სასქესო ორგანოები დაიტოვა. 2008 წელს თომასი და მისი ცოლი ნენსი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ ხელოვნური განაყოფიერების წყალობით.

5. დედა, რომელმაც ყველაზე მეტი შვილი გააჩნია (XVIII საუკუნე)



გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, რუსმა ქალმა სოფლიდან შუია, 69 შვილი გააჩნია 27 მშობიარობის შედეგად (სულ 29 მშობიარობა იყო, მაგრამ 2 ბავშვი გარდაეცვალა). ამ ქალმა 4-ჯერ 4 შვილი გააჩინა, 7-ჯერ 3 შვილი და 16-ჯერ ტყუპები.