CLOSE
მთავარი
საკითხავი
საკითხავი
ქალი და მამაკაცი
მოდა და სტილი
მოგზაურობა და გართობა
სახლი და დიზაინი
ჯანმრთელობა და ფიტტნესი
შოუბიზნესი და ჭორები
ზოდიაქო და ტესტები
კულინარია
გონების ფიტნესი
თავის მოვლა
ბოტანიკა
ვიდეო
ფეის პაპარაცი
ფოტონიუსი
გიფები
გამოქვეყნების პირობები
რეკლამა
კონტაქტი
ჩვენს შესახებ
ვაკანსია
ავტორიზაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ნიკი:
Pass:
Not save
Forgot your password?
მთავარი
ვიდეო
ფოტო
გიფები
საკითხავი
»
ქალი და მამაკაცი
მოდა და სტილი
მოგზაურობა და გართობა
სახლი და დიზაინი
ჯანმრთელობა და ფიტნესი
შოუ-ბიზნესი და ჭორები
ზოდიაქო და ტესტები
კულინარია
გონების ფიტნესი
თავის მოვლა
ბოტანიკა
ფეის პაპარაცი
admin
admin
თარითი:18 თებერვალი 2018 13:52
65 წლის ვარ და საავადმყოფოს გზაც კი არ ვიცი! უბრალოდ კვირაში სამჯერ ვსვავ ამ მცენარეულ ჩაის.
პროდუქტის აღწერა (მწვანე აფთიაქი)
თავშავა – Душица обыкновенная – Origanum vulgare
. არის ტუჩოსანთა ოჯახის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მცენარის სიმაღლე მერყეობს 30-60 სმ. თავშავას კარგად დატოტვილი ფესვი აქვს. მისი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის საპირისპიროდ არის განლაგებული, ხოლო ფორმა კვერცხისებურია. აქვს წვრილი მუქი წითელი ან ვარდისფერი ყვავილები. ყვავილობის პერიოდია ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.
შემადგენლობა
თავშავას შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, თიმოლი, კორვალოლი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, სესკვიტერპენები, ტანინები, მწარე ნივთიერებები, ფიტონციდები და ა.შ.
გამოყენება
თავშავა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი მიწისზედა ნაწილი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მას მრავალი დადებითი თვისება ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია. ყვავილი, ღერო და ფოთლები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
თავშავა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:
მშობიარობის შემდეგი სისხლდენა.
სუსტი ლაქტაცია.
კლიმაქსი ქალებში.
მტკივნეული მენსტრუაცია.
მენსტრუაციის დაგვიანება.
ეპილეფსია.
ნევროზი, ისტერია, უძილობა.
ნერვული მოშლილობა.
ძლიერი ნერვული აგზნება.
შაკიკი, თავის ტკივილი.
კუჭისა და ნაწლავების სპაზმი.
ჰიპო და ანაციდური გასტრიტი.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
მეტეორიზმი.
ენტეროკოლიტი.
ნაწლავების ატონია.
უმადობა.
ბუასილი.
მშრალი ხველა.
ყივანახველა.
ბრონქიტი და ბრონქოექტაზი.
ბრონქული ასთმა.
ფილტვების ტუბერკულოზი.
რევმატიზმი.
რაქიტი ბავშვებში.
ფურუნკულოზი, აბსცესი, ეგზემა.
ძველი ჭრილობები.
ალერგია.
გამონაყარი კანზე, სურავანდი.
მაღალი სქესობრივი აღგზნება.
სიყვითლე.
გაცივება.
მწვავე რესპირატორული დაავადებები.
ჰიპერტონია.
სურდო, ჰერპესი.
კბილის ტკივილი.
ლიმფური კვანძების ანთება.
ქოლეცისტიტი.
ფარმოკოლოგიური თვისებები:
ოფლმდენი, ძლიერი ანტიბაქტერიული, ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, საძილე, ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და აძლიერებს პერესტალტიკას, ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
რეცეპტები
ცხელი ნაყენი
- 1 ს.კ თავშავას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეპილეფსია, ნევროზი.
- 100 გრ. დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ 70% სპირტი. 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 7 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ სამპირ დოლბანდში და მიიღეთ 1 ჩ.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
საერთო რეცეპტი.
- 15 გრ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
უძილობა.
- 2 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დაძინებამდე.
ყივანახველა, უმადობა კუჭ-ნაწლავის დაავადება, საერთო სისუსტე.
50 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 500 მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. დააყენეთ 10 სთ. და პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ ბალახი ამოიღეთ ჭურჭლიდან და კარგად ჩაწურეთ ზეთში, ხოლო მიღებული ზეთი გაწურეთ სამპირ დოლბანდში. გახსენით 3-5 წვეთი 1/2 ჩ.ჭ თბილ წყალში და ისე მიიღეთ დღეში ერთჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ანგინა.
2 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წთ. შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში რაც შეიძლება ხშირად.
სქესობრივი მოუმწიფებლობა, გოგონები 14-16 წელი, მკერდის და სასქესო ორგანოს განუვითარებლობა.
1 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გადმოდგით გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ.ჭ თბილი სახით დღეში 1-ჯერ.
ნერვული დაძაბულობა, მაღალი სქესობრივი აღგზნებულობა, ნაწლავების ატონია, სიყვითლე, უმადობა.
2 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 15-20 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გასტრიტი, კოლიტი, ბრონქიტი, ყივანახველა, გაცივება, ნერვული აღგზნებულობა, უმადობა.
20 გრ. დაქუცმაცებულ თავშვავას დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 სთ. თერმოსში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რაქიტი, სურავანდი, ეგზემა.
25 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათი თბილ ადგილას. გამოიყენეთ: საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით.
ეგზემა, ძველი ჭრილობები.
200 გრ მშრალ თავშავას დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 40 წთ. გამოიყენეთ აბაზანებისთვის.
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ:
კუჭის წვენის მომატებული სეკრეციის დროს. ორსულობის, დაქვეითებული პოტენციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
admin
admin
თარითი:18 თებერვალი 2018 13:47
65 წლის ვარ და საავადმყოფოს გზაც კი არ ვიცი! უბრალოდ კვირაში სამჯერ ვსვავ ამ მცენარეულ ჩაის.
თავშავა
- მასალა ვიკიპედიიდან
თავშავა (Origanum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. წვრილი მოვარდისფრო-მეწამული ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედებად. 20-ზე მეტი სახეობა ევროპაში (უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) და დასავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული Origanum vulgare. იზრდება მშრალ მდელოებზე, ველებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში. თაფლოვანი და ეთერზეთოვანია. შეიცავს აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს და ასკორბინის მჟავას. გახმობილი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ კულინარიაში, ლიქიორისა და არყის წარმოებაში.
Prev
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
...
20
Next
დღის ყველაზე კითხვადი
მდიდარმა ბაბუამ წაართვა შვილიშვილს მობილური და...
60
1
2
3
4
5
კიდევ ერთი ნებიერა სოფელში, რომ ენახა იქაური ცხოვრება - სწორედ ასე ვიტყოდით გიორგიზე, პაპარაცის..
უარი ვთქვი მძახლების მიღებაზე, რომლებსაც ჩვენთან...
60
1
2
3
4
5
დედამ ბინაში ჩემი ძმა და მისი შეყვარებული...
60
1
2
3
4
5
ქმარს არ სურს იმ ფაქტთან შეგუება, რომ იგი ჩემს...
60
1
2
3
4
5
ნახევრად გამჭვირვალე ნივთები. შემოდგომაზე...
60
1
2
3
4
5
ნებისმიერი კალამი მყისიერად გამოიღებს ფესვებს, თუ...
60
1
2
3
4
5
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გაზაფხულის დასაწყისში...
60
1
2
3
4
5
გამოკითხვა
ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?
კვირაში რამოდენიმეს
დღეში ერთს
დღეში რამოდენიმეს
თითქმის ყველა სტატიას
დაფიქსირება
შედეგები
რეკლამა