ყავის 10 ყველაზე უცნაური რეცეპტი მსოფლიოდან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ

ყავის 10 ყველაზე უცნაური რეცეპტი მსოფლიოდან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ
ყავის 10 ყველაზე უცნაური რეცეპტი მსოფლიოდან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ:

1. ყავა კვერცხით.

ყავის 10 ყველაზე უცნაური რეცეპტი მსოფლიოდან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ

''Cà phê trung'' - ვიეტნამური ყავა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებობს ჰანოის კაფეებში. ერთმანეთში ურევენ კვერცხის გულსა და მოხარშულ რძეს იქამდე, სანამ არ მიიღებენ ერთიან, ბლანტ მასას. უკვე ამის შემდეგ მას ზემოდან ასხამენ ვიეტნამურ ყავას, რომელიც ჩვენს მიერ მიღებულ მასას ერევა და იღებს კრემის არაჩვეულებრივ არომატს.

2. ყავა ზღვის მარილით.



''85C Bakery Cafe'' - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავის ქსელი ტაივანში, სადაც მომხმარებელს სთავაზობენს ყავას ზღვის მარილით. ეს უნიკალური რეცეპტი ცნობილი გახდა 2008 წლის დეკემბრის თვეში და ამ სასმლის გამოჩენიდან ხანმოკლე დროში მან წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა.

3. ყავა ტონიკით.



მიუხედავად იმისა, რომ ტონიკისა და ყავის ნარევი დიდ სისულელედ გვეჩვენება, ამ სასმელმა უდიდესი პოპულარება მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

4. ყავა მზესუმზირისა და ნაღების კარაქით.



აზიაში ძალიან ხშირად ამატებენ ყავაში კარაქს. კომპანია ''Bulletproof Coffee'' ამტკიცებს, რომ სადილის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ საჭიროა დაამატოთ მასში ორივე სახის კარაქი. ეს რეცეპტი გაცილებით უფრო დიდი ენერგიით მუხტავს ადამიანს, ვიდრე ჩვეულებრივი ყავა.

5. ყავა ყველით.



''Kaffeost'' - შვეიცარიული ტრადიცია, რომელიც გულისხმობს ყავაში ყველის დამატებას. ჩვეულებისამებრ, ყავაში ამატებენ ლაპლანდიურ ყველს, რომელიც მზადდება ფინეთში და ჩრდილოეთ შცეიცარიაში ძროხის, თხის, ან ირმის რძისგან.

6. ყავა ლიმონისგან, ან ცაცხვისგან.



''Guillermo'' - ყავა ცაცხვით, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე ცივად. სხვა რეცეპტის მიხედვით ამ ყავას ასევე უმატებენ ლიმონს, თუმცა ეს სასმელი ნებისმიერი სახის მომხმარებელზე არაა გათვლილი, რადგან მასში მაღალია მჟავის შემცველობა.

7. ყავა აზოტით.



ნეიტ არმბრუსტი გახლავთ ამ გენიალური იდეის ავტორი. აზოტის ბუშტუკები ყავას ნაღების არაჩვეულებრივ არომატს სძენს.

8. ''თიმ თამ სლემი''.



ყავის მირთმევის ამ რიტუალის შესახებ ძალიან ცოტა იცის მსოფლიომ, თუმცა ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ავსტრალიაში. ცხელი ყავის მირთმევამდე ადამიას სთავაზობენ ''თიმ თამის'' ორცხობილას. მომხმარებელმა უნდა მოაკბიჩოს ორცხობილას ორივე ბოლო და მისი მეშეობით, საწრუპის მსგავსად, მიირთვას ცხელი ყავა.

9. ყავა ვანილის კოკა-კოლათი.



20 წლის წინათ ტელეეკრანებზე გამოჩნდა კვენტინ ტარანტინოს კლასიკური ფილმი ''მაკულატურა''. ამ ფილმის მთავარი გმირი ვინსეტ ვეგა, რომლის როლიც ჯონ ტრავოლტამ მოირგო, გიჟდებოდა ვანილის კოკა-კოლაზე. სწორედ ასე მიიღო ახალმა რეცეპტმა ''ვინსეტ ვეგას'' დასახელება, რომელიც შედგება კოკა-კოლისგან, ესპრესოსგან, ვანილის სიროპისგან და ყინულისგან.

10. ესპრესო და ლუდი.



კაფე ''Houndstoot''_ში, რომელიც მდებარეობს ოსტინში, მომხმარებელს სთავაზობენ ძალზედ უჩვეულო კომპლექტს, რომელიც შედგება 2 ესპრესოსგან და ორი ჭიქა ლუდისგან.