მათრობელა ყავა ირლანდიურად

მათრობელა ყავა ირლანდიურად
ყავის ეს რეცეპტი არა მარტო ცივი და ცხელის გემოს მონაცვლეობით, არამედ კონტრასტული ფერებითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა FPAPARAZZI-ის რედაქციამ ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

საჭირო მასალა:
  • ცხელი შავი ყავა- 80 მლ
  • ირლანდიური ვისკი- 40 მლ
  • ყავისფერი შაქარი- 1 ჩ/კ
  • ათქვეფილი ნაღები- 30 მლ

მომზადება:
შეათბეთ უნალექო ყავისთვის განკუთვნილი ჭიქა. ჩაასხით მასში ვისკი, ჩაყარეთ ყავა და შაქარი. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. დაუმატეთ ცივი გათქვეფილი ნაღები. არ მოურიოთ, უბრალოდ კოვზით ყავის ზედაპირზე გადაანაწილეთ.