ორი განსხვავებული ადამიანი: ვარსკვლავები ცნობილი ჟურნალების ყდებზე და რეალურ ცხოვრებაში

ორი განსხვავებული ადამიანი: ვარსკვლავები ცნობილი ჟურნალების ყდებზე და რეალურ ცხოვრებაში
თითოეული ჩვენგანი საკმაოდ ხშირად ათვალიერებს ცნობილ ჟურნალებზე გამოქვეყნებული ლამაზმანების ფოტოებს. საკმაოდ ბევრი ქალბატონის ოცნებაა ჰქონდეს ისეთივე ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური სხეული, როგორიც ცნობილ ადამიანებს, რომელთა ფოტოებითაც მთელი ინტერნეტ სივრცე და ყველაზე ცნობილი ჟურნალების ყდებია აჭრელებული, თუმცა რამდენად იცოდით, რომ ეს ფოტოები სინამდვილეში რადიკალურად განსხვავდება რეალობისგან?

1. შერონ სტოუნი

57 წლის ვარსკვლავმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო მონაწილეობა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ საზოგადოება გაოცებული იყო, თუ რამდენად კარგად გამოიყურება შერონი თავის ასაკში, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავდება ფოტოშოპით დამუშავებული ამ სურათებისგან...



2. ვანესა პარადი

ვანესა ნამდვილად არაჩვეულებრივ ფორმაში თავისი ასაკის მიუხედავად, თუმცა ცნობილი ჟურნალების ყდებზე დაბეჭდილი დაბეჭდილი ფოტოები ძალზედ შორსაა რეალობისგან...



3. კიმ კარდაშიანი

ალბათ ყველას გახსოვთ კიმის ეს თამამი ფოტოსესია, რომელმაც მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, თუმცა შეადარეთ ქვემოთ მოცემული ფოტოშიპით დამუშავებული და ორიგინალი ფოტო ერთმანეთს. სხვაობა საგრძნობლად დიდია, არა?



4. კამერონ დიაზი

რა არის ზედმეტი წონა მსახიობმა ნამდვილად არ იცის, თუმცა კამერონს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ყოველივე ის, რაც ქალბატონის სხეულს 40 წლის შემდეგ ემართება, მაგრამ ყოველივე ამის გამოჩენა და დემონსტრირება ცნობილი ჟურნალების ყდებზე აუცილებელი არ არის...



5. ლედი გაგა

პლანეტის ყველაზე ეპატაჟურმა მომღერალმა ნამდვილად არ იცის, თუ რა არის სიგამხდრე, თუმცა საკუთარი სხეულის დემონსტრირება არასდროს სცხვენოდა. შეადარეთ ქვემოთ მოცემული ორი ფოტო ერთმანეთს და თავად იხილავთ, თუ რამხელა სხვაობაა ცნობილი ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილ ფოტოსა და პაპარაცის მიერ გადაღებულ ფოტოს შორის.



6. კეშა

მომღერლის არც თუ ისე პროპორციულ სხეულს ვერასდროს იხილავთ ცნობილი ჟურნალის ყდაზე, ხოლო ნამდვილ ცხოვრებაში კი ...



7. კეიტ მოსი

ყოფილი მოდელი საკმაოდ დიდ დროს უთმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებსა და სწორ კვებას, არამედ რეგულარულად წვეულებებზე გართობას. ბოლო დროს კეიტი საკმაოდ ხშირად ეხვევა სკანდალებში, რისი მიზეზიც მისი არაფხიზელი მდგომარეობაა.



8. ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირს ნამდვილად რთული და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუწია საკუთარ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ვარსკვლავი დიდ დროს უთმობს საკუთარ თავზე და ოჯახზე მუშაობას: კარიერა, ბავშვები, საკუთარი ვიზუალი და ა.შ. წინსვლა ყველა სფეროში აშკარად დიდია, თუმცა საკუთარ ფიგურის დასახვეწად მას ჯერ კიდევ რთული და დამღლელი გზა ელის...



9. ჯენიფერ ლავ ჰიუტი

ქერა ლამაზმანის ტიტული ქალბატონმა უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც დაკარგა. უკვე დღეს ვარსკვლავი საკუთარი ქალიშვილის ჩრდილის ქვეშ მოექცა.