ბიზნესმენმა ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი მეუღლის ფოტოების ნახვის შემდეგ თავი მოიკლა

მსახიობისა და მოდელის ქეით კლირის ყოფილმა მეუღლემ, ენდრიუ სტერნმა თავი მოიკლა. გავრცელებული ხმებით მან თავის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ყოფილი მეუღლისა და ლეონარდო დიკაპრიოს კანის კინოფესტივალზე გადაღებული ფოტოები ნახა.
ამის შესახებ gossipcop.com ავრცელებს ინფორმაციას.
ფოტოგრაფებმა მათი საკმაოდ ინტიმური ფოტოები გადაიღეს.
ბიზნესმენმა კალიფორნიაში თავი კვირას მოიკლა. მართალია განქორწინების პროცესი უკვე აპრილში იყო დაწყებული, თუმცა გავრცელებული ხმებით, ენდრიუ სტერნს მეუღლე კვლავინდებურად უყვარდა.
ქეითთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით gossipcop.com წერს, რომ ლეონარდოსთან მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ეს შეხვედრა კი შემთხვევითი იყო.
TMZ-ს ინფორმაციით კი ბიზნესმენს მწვავე ფინანსური პრობლემები და დეპრესია ჰქონდა, რაც გახდა კიდეც თვითმკვლელობის მიზეზი.
დიკაპრიოსთან დაახლოებულმა წყარომ TMZ-ს განუცხადა, რომ ქეითსა და ლეონარდოს შორის არანაირი ფლირტი არ არის და ლეონარდომ ეს საღამოც თავის მეგობარ გოგონასთან ერთად დატოვა.