ლეგენდარულმა ფოტომოდელმა სინდი კროუფორდმა მოდის სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა!

ლეგენდარულმა ფოტომოდელმა სინდი კროუფორდმა მოდის სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა!
ლეგენდარული სუპერმოდელი სინდი კროუფორდი უკვე 48 წლისაა და ორი შვილის დედაა. მან არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო მონაწილეობა ჟურნალ "Marie Claire"_ის ფოტოსესიაში. ყველასათვის კარგად ნაცნობმა ფოტომოდელმა გადადგა უდიდესი ნაბიჯი. მან ყოველგვარი მაკიაჟისა და სხვა მსგავსი დანამატების გარეშე მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში. მისმა ასეთმა გამბედავმა და თამამმა საქციელმა საზოგადოების აღტაცება გამოიწვია. ამ ნაბიჯის გადადგმას ძალიან ბევრი ვარსკვლავი ვერ შეძლებდა!

სექსუალურ საცვლებში და შუბაში გამოწყობილი სინდი ნამდვილად ამაყობს თავისი სხეულით და თამამად გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება იგი სინამდვილეში 48 წლის ასაკში. ამ ფოტოების გამოქვეყნებით მოდელი ცდილობს დაგვანახვოს, რომ სილამაზე ფოტოშოპით დამუშავებული უნაკლო სხეული სულაც არაა. მთავარია გრძნობდე თავს კომფორტულად, თუნდაც არაიდეალურ სხეულში.


სინდი კროუფორდი: "იგრძნო თავი კომფორტულად შენს სხეულში ნებისმიერ ასაკში, აი რა არის მთავარი... ქალისთვის საკუთარი თავისადმი ისეთივე სიყვარულით მოპყრობა, როგორც იგი უახლოეს ადამიანებს ექცევა, ყველაზე დიდი საჩუქარია. ყველაზე მთავარი იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ მიმზიდველად, თავდაჯერებულობაა. მერწმუნეთ გარშემო მყოფნი ხედავენ და გრძნობენ ამას".

ლეგენდარულმა ფოტომოდელმა ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა მოდის სამყაროში და საკუთარი საქციელით უკლებლივ ყველა ქალს მოუწოდა მსოფლიოს მასშტაბით, რომ ირწმუნონ საკუთარი თავის და უპირველეს ყოვლისა ისწავლონ საკუთარი თავის დაფასება, პატივისცემა და მოეშვან თვითგვემას!