10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!


1. ვიბრატორი

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სექს-შოპში ყველაზე მოთხოვნადი ნივთი - ვიბრატორია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ამ გამოგონებას სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა. ვიბრატორის გამოყენებით ექიმები უკეთებდნენ ''მასაჟს'' ქალბატონებს, რომლებიც იტანჯებოდნენ ისტერიისგან (დღეს ეს დიაგნოზი სექსუალური გაღიზიანებადობის სახელითაა ცნობილი). ისტერიის სიმპტომებს მიეკუთვნებოდა ქრონიკული მოუსვენრობა, უძილობა, ნერვოზულობა და ტკივილის განცდა მუცლის არეში.

მე-19 საუკუნეში ქალბატონები ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ექიმებს ისტერიის განსაკურნებლად. გასაოცარია, თუმცა იმ დროინდელები მანდილოსნების დაახლოებით 75% თითქმის ყოველდღიურად სტუმრობდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმს. ვიბრატორი გამოიგონეს იმ მიზნით, რომ ამ ექიმების შრომა შემსუბუქებულიყო და მათ ხელით აღარ გაეკეთებინათ ძალზედ დამღლელი ''მასაჟი''.

2. ჰალსტუხი

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

რა დანიშნულება ჰქონდა თავდაპირველად ჰალსტუხს? ეს ძალზედ საკამათო საკითხია... ისტორიკოსების გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად მას ცხვირსახოცის ფუნქცია ეკისრა, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით - ჰალსტუხს ატარებდნენ ჯარისკაცები 30 წლიანი ომის დროს, რათა ბრძოლის ველზე ერთმანეთი გაერჩიათ მტრისგან. ომის შემდეგ ფრანგმა ჯარისკაცებმა ჰალსტუხის მოდა შეიტანეს პარიზში, სადაც იგი მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლების ჩაცმულობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

თავდაპირველად ჰასტუხს მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ, ხოლო 1920-30_იან წლებში ეს ნივთი მსახიობი ქალბატონების განუყოფელ აქსესუარად იქცა. დღევანდელი ფორმა ჰალსტუხმა 1924 წელს მიიღო, როდესაც ჯესი ლანგსდორფმა დააპატენტა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დღეს ამზადებენ ამ უნიკალურ გამოგონებას.

3. ბალიში

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

ბალიში გამოიგონეს იმისთვის, რომ მწერები არ შემძვრალიყვნენ მძინარე ადამიანის ცხვირში, ყურებში და პირში. პირველად ბალიშები გამოიყენებოდა 9000 წლის წინათ თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, სადაც მათ ამზადებდნენ ქვისგან. მსგავს ბალიშებს იყენებდნენ ასევე ეგვიპტელები, ხოლო ჩინელები მათ დასამზადებლად სხვადასხვა სახის ლითონებს იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, თუ როგორ მიენიჭებინათ ბალიშისთვის მეტი სირბილე, თუმცა ამ ადამიანებს შორის არსებობდა მოსაზრება, რომ რბილი ბალიშები ადამიანის ორგანიზმს ართმევს მთელს ენერგიას და ისინი არაეფექტურები არიან დემონების წინააღმდეგ საბრძოლველად. აფრიკელებს სჯეროდათ, რომ ბალიშზე ძილის შემთხვევაში მათ შეეძლოთ წინაპრეპთან კონტაქტი, ხოლო იაპონელი გეიშები გამოიყენებდნენ კიდევ უფრო მყარი ბალიშებს, რათა ძილის დროს მათი უნიკალური ვარცხნილობა არ დაშლილიყო. რაც შეეხება ევროპას, აქ ბალიშები სისუსტის სიმბოლოდ ითვლებოდა, რის გამოც მამაკაცების უმრავლესობა მათ გამოყენებას თავს არიდებდა.

4. კოკა-კოლა

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

კოკა-კოლა გამოიგონა ჯონ პემბერტონმა, რომელიც გახლდათ ფრმაცეპტი და აშშ_ს სამოქალაქო ომის ვეტერანი, რომელიც ბრძოლის დროს დაიჭრა. ტკვილის შემსუბუქების მიზნით პემბერტონი, ისევე როგორც სხვა უამრავი ჯარისკაცი, მიმართავდა მორფს, რაც ადამიანს დამოკიდებულს ხდის. ნარკომანიის პრობლემამ სამოქალაქო ომის შემდეგ იმდენად სერიოზული და მასშტაბური სახე მიიღო, რომ მას ''არმიის ავადმყოფობა'' უწოდეს. ყოველივე ამის განკურნების მიზნით ამ ადამიანმა გამოიგონა სასმელი სახელად ''პემბეროტნის ფრანგული კოკა-ღვინო'', რომლის მთავარ ინგრედიენტებსაც წარმოადგენდა ალკოჰოლი, მიწისთხილი, კოკა და კოლა. სწორედ ამ ინგრედიენტებისგან მზადდება კოკაინი. ეს სასმელი ძალიან ჰგავდა "მარტინის ღბინოს", რომელიც წარმოადგენს ღვინისა და კოკაინის ნაზავს. ორივე სასმელის დანიშნულებას წარმოადგენდა მორფზე დამოკიდებულებისგან განკურნება.

5. ბუშტები

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

დღესდღეობით ამ გმაოგონებას მსხვრევადი ნივთების დასაცავად გამოიყენებენ ტრანსპორტირების დროს, თუმცა თავდაპირველად მას სრულიად განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. ბუშტებიანი პარკი გამოიგონეს 1957 წელს, როდესაც ალფრედ ფილდინგი და მარკ შავანი ცდილობდნენ ახალი ნედლეულის შექმნას შპალერისთვის, რომლის გაწმენდაც მარტივი იქნებოდა. მოგვიანებით მარკეტოლოგმა ფრედერიკბაუერსმა ეს გამოგონება შესთავაზა კომპანია "IBM"_ის კომპიუტერების შესაფუთად.

6. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

პირველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გამოჩნდა სპარს ჯარისკაცებს შორის მე-16 საუკუნეში. ამ გამოგონების თავდაპირველ დანიშნულებას წარმოადგენდა ცხენოსნებისთვის სტაბილურობის შენარჩუნება, როდესაც ისინი ცხენზე ამხედრებულები ისროდნენ მშვილდ-ისარს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აღმოჩნდა ევროპაში 1600_იან წლებში და მათ მოიხმარდნენ მაღალი ფენის წარმომადგენელი ადამიანები. ძალიან მალე ამ ფეხსაცმელმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ქალბატონებში, რაც ჩვენს დღევნადელობაზე აისახება.

7. მაისური

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

პირველად მაისურები გამოიგონეს სპეციალურად "BMC"_ის პეპრსონალისთვის ესპანურ-ამერიკული ომის დროს. მაისურებს ჯარისკაცები იცმევდნენ სპეციალური საომარი აღჭურვილობის ქვეშ, რათა მათ უფრო კომფორტულად ეგრძნოთ თავი, ხოლო წყალქვეშა ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის ახალი მაისურები წარმოადგენდა სამუშაო ფორმას, რადგან ისინი არ ზღუდავენ მოძრაობას. მათი პრაქტიკულობიდან გამომდინარე ხალხმა ისინი ძალიან შეიყვარა, რის გამოც მაისურები ყოველდღიურ სამოქალაქო ფორმად იქცა.

8. შავი კაბა

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

დღესდღეობით ნებისმიერი ქალბატონის ტანსაცმლის კარადაში იხილავთ მოკლე შავ კაბას, თუმცა სინამდვილეში ამ შავ კაბებს ძალზედ სამწუხარო ისტორია აქვს. 1920_იან წლებში მათ ატარებდნენ მხოლოდ მგლოვიარე, ქვრივი ქალბატონები, რომლებიც დემონსტრირებდნენ მწუხარებასა და გულისტკივილს. დედოფალი ვიქტორია შავ კაბას ზუსტად 40 წლის განმავლობაში ატარებდა, რადგან ის მთელი ამ დროის მანძილზე გლოვობდა საკუთარი მეუღლის, პრინც ალბერტის გარდაცვალებას. შავმა კაბებმა პოპულარობა მხოლოდ 1926 წელს მოიპოვა, როდესაც კოკო შანელმა შექმნა პირველი მოკლე შავი კაბა, რომელმაც მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის.

9. ლისტერინი

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

დღესრეობით ''ლისტერინი''' ძალზედ პოპულარული საშუალებაა პირის ღრუს მოსავლელად, თუმცა თავდაპირველად მას სრულიად სხვანაირი დანიშნულება ეკისრა. 1879 წელს იგი შექმნეს ძმებმა ჯონსონებმა და გამოიყენებდნენ, როგორც მადეზინფიცირებელ საშუალებას ქირურგიული ოპერაციების დროს. მისი სახელწოდება უკავშირდება ქირურგ ჯოზეფ ლისტერის სახელს.

10. სიმინდის მარცვლეული

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება ჩემში გაოცებას იწვევს!

სიმინდის მარცვლეული გამოიგონეს ზმებმა ჯონ ჰარვი კელოგომმა და უილ კეიტ კელეგომა. ძმები, რომლებიც გაწევრიანებულები იყვნენ ''მეშვიდე დღის ადვენტისტების'' სექტაში, ეწეოდნენ ძალზედ რთული ცხოვრების წესს. სარწმუნოება მათ უკრძალავდა ხორცის, ალკოჰოლის, თამბაქოს, ჩაისა და ყავის მირთმევას, ხოლო რძისა და კვერცხის მიღება ნებადართული იყო მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით. ამ ბიჭების მშობლები ასევე მათი განათლების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან სჯეროდათ, რომ იესო ქრისტე ძალიან მალე მოვიდოდა დედამიწაზე. სიმინდის მარცვლეული ძმება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, თუმცა მათ ძალიან მალე მოიპოვეს წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა, რის გამოც კოლეგებმა გახსნეს საკუთარი კომპანია, ქარხანა და დაიწყეს მათი წარმოება.