მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში

მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში
მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში:

11. ლაბატომია

მეთოდი შეიმუშავა პორტუგალიელმა ექიმმა ეგაშ მონიშმა, რომელიც თვლიდა, რომ ფსიქიკური გაღიზიანება გამოწვეული იყო შუბლის ტვინში ნეირონების გაუმართაობით. ამ პრობლემის გადაჭრის გზას ექიმი შუბლის ტვინის ამოკვეთაში ხედავდა , რადგან თვლიდა, რომ მსგავსი ქმედებით გაუმართავი ნეირონები აღარ შეუშლიდა ხელს ტვინის ცენტრალურ სისტემას. 1949 წელს ამ აღმოჩენისთვის მონიშმა ნობელის პრემია მიიღო. მეთოდს მხარს უჭერდა ამერიკელი ექიმი უოლტერ ფრიმენი, რომელიც ადამიანებს დეპრესიისა და ფსიქოზის განსანკურნებლად ლაბატომიას უტარებდა. ამერიკელი ექიმის მეთოდი არ მოიცავდა თავის ქალის ახდის პროცედურას, რადგან იგი სპეციალური დანის მეშვეობით ტვინში თვალიდან ხვდებოდა და პატარა ნაწილებად ჭრიდა შუბლის ტვინს. გარდა იმისა, რომ ფრიმენი ხშირად იყენებდა არასტერილურ ინსტრუმენტებს, მას ქირურგიაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ხანმოკლე დროში გაირკვა, რომ ლაბატომია არა კურნავდა პაციენტებს, არამედ მათ მოსიარულე მკვდრებად აქცევდა, რის გამოც სამედიცინო საზოგადოებამ განაცხადა უარი ამ მეთოდის გამოყენებაზე.

მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში

10. კლიტორიდექტომია

ვიქტორიანულ წყაროებზე დაყრდნობით, ფსიქიკურ აშლილობას იწვევს მასტურბაცია და სექსუალური მოთხოვნილებები, რის გამოც მე-19 საუკუნის ექიმები პაციენტების ''განკურნების'' ძალზედ უცნაურ მეთოდს მიმართავდნენ. კლიტორის ამოკვეთის საფრთხე ემუქრებოდათ ქალბატონებს, რომლებიც მასტურბირებდნენ, იტანჯებოდნენ ისტერიისგან, იყვნენ აგრესიულები, ახასიათებდათ ჰიპერაგზნებადობა და ა.შ. გარდა ამისა, უამრავი ბრიტანელი ქალბატონი, რომელიც ცდილობდა ქმრის მიტოვებას და მისგან წასვლას, ამ პროცედურის მსხვერპლად იქცა.



9. ორგაზმი

იცოდით, რომ ვიბრატორი ქალბატონებისთვის სიამოვნების მისანიჭებლად არ გამოუგონებიათ? ექიმები, რომლებმაც 200 წლის წინათ გმოიგონეს სექს-სათამაშოები, ეძებდნენ საშუალებას, რომელიც შეამსუბუქებდა იმ ფიზიკურ შრომას, რომელსაც ''ისტერიის'' განკურნება მოითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი უჩივოდა უძილობას, ადვილად გაღიზიანებადობას, ნერვოზულობას, ან ტკივილის განცდას მუცლის ქვედა არეში, ექიმები მას ''ისტერიის'' დიაგნოზს უსვამდნენ. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ამ პრობლემის განსაკურნებლად ექიმებს პაციენტის სასქესო ორგანოზე დაჰქონდათ სპეციალური ზეთი და მას თითების მეშვეობით უკეთებდნენ მასაჟს ორგაზმის მიღწევამდე. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის ეს მეთოდი ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ და ამერიკელ ფსიქიატრებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი ძალზედ დიდ ფიზიკურ დატვირთვას და გამძლეობას მოითხოვდა, მათ სცადეს სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც დღეს ვიბრატორის სახელწოდებითაა ცნობილი.



8. LCD

''ლსდ-25'' პირველად დაასინთეზა ალბერ ჰოფმანმა 1938 წელს. ამ პრეპარატმა ხანმოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1947 წელს მას კომერციული დანიშნულებაც მოუძებნეს და დაიწყეს მისი, როგორც ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო პრეპარატის გაყიდვა. ბევრ ექიმ-ფსიქიატრს სჯეროდა, რომ ''ლსდ''_ს შეეძლო პაციენტების მეხსიერებაში დაებლოკა ცუდი მოგონებები და აგრეთვე განეკურნა ისინი ალკოჰოლიზმისგან. 60_იანი წლებისთვის ამ პრეპარატმა მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა ახალგაზრდებს შორის, ხოლო ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ''ლსდ'' იწვევდა ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც აშშ_ში იგი 1968 წელს აკრძალეს. ახალმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ეს პრეპარატი სავსებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმის განსანკურნებლად, ასევე მას შეუძლია ადამიანის შფოთვისგან განთავისუფლება, სიმსივნითა და შაკიკით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და ა.შ.



7. გველების ორმო

''გველების ორმო'' - არა მხოლოდ ცნობილი ფილმი, რომელმაც ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა ფსიქიატრიული დაწესებულებების კოშმარული პირობები, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მეთოდი ფსიქიატრიაში, რომელსაც მიმართავდნენ მე-20 საუკუნის შუა წლებში. შუასაუკუნეებში, თუ ეგზორციზმის რიტუალი არ გამოიღებდა სასურველ შედეგს, ''შეპყრობილი'' ადამიანი მიჰყავდათ შხამიანი გველებით სავსე ორმოს კიდემდე და ემუქრებოდნენ მას შიგნი ჩაგდებით, რათა ბოროტ სულებს შეშინებოდათ და დაეტოვებინათ სხეული. საუკუნეების მანძილზე ფსიქიატრიული დაწესებულებების ექიმები სარგებლობდნენ იგივე პრინციპით, ისინი მიმართავდნენ შოკურ თერაპიას: პაციენტებს აგდებდნენ გაყინულ წყალში, ან რიგ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებდნენ ძველ, გამოცდილ მეთოდს გველების ორმოს გამოყენებით.



6. ტრეპანაცია

ტრეპანაცია, რომელიც ფსიქიკური თერაპიის ყველაზე ადრეულ ფორმას წარმოადგენს, ეფუძვნებოდა იმ მოსაზრებას, რომ სიგიჟეს იწვევენ დემონები, რომლებიც სახლდებიან ადამიანების თავებში. ექიმების მოსაზრებით, შეპყრობილი ადამიანების თავის ქალაში ხვრელის გაკეთებით ისინი დემონებს გამოსასვლელ გზას უნთავისუფლებდნენ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი თავის ქალები, რომელთაც ეტყობათ ტრეპანაციის კვალი.



5. სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის გაწმენდა

ძველბერძენი ფილოსობოსისა და მკურნალის, ჰიპოკრატეს მოსაზრებით, ნებისმიერი დაავადება, მათ შორის ფსიქიკური აშლილობაც კი გამოწვეულია ორგანიზმში არსებული ნივთიერებების დისბალანსით. 1600 წელს ინგლისელმა ექიმმა ტომას უილისმა გამოიტანა დასკვნა, რომ ორგანზმში ამ დისბალანსის გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალეებაა სისხლდენა და მსხილი ნაწლავის გაწმენდა. სისხლდენისათვის გამოიყენებდნენ წურბელებს, ხოლო გულის რევას იწვევდნენ მექანიკურად. ფსიქიკური აშლილობის განსაკურნებლად მსგავსი მეთოდები გამოიყენებოდა მე-19 საუკუნის შუა წლებამდე.



4. ეგზორციზმი

უძველესი დროიდან მოყოლებული ფსიქიკურად აშლილ ადამიანებს ''შეპყრობილებად'' მიიჩნევდნენ და დემონების სხეულიდან განდევნისათვის მიმართავდნენ სპეციალურ რიტუალებს. სინამდვილეში, დემონით შეპყრობილი ადამიანის ქცევები და სიმპტომები ძალიან ჰგავს შიზოფრენიასა და ინტოქსიკაციურ ფსიქოზს. ''შეპყრობილი'' ადამიანები მეტყველებენ ისეთ ენებზე, რომელთა შესახებ ადრე არასდროს სმენიათ, დემონსტრირებენ განუსაზღვრელ ფიზიკურ ძალას, ავლენენ ზიზღს რელიგიის მიმართ, იტანჯებიან უძილობისგან, არ აქვთ მადა და ცდილობენ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას. კათოლიკური ეკლესია თავად აღიარებს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც იქცევა ისე, თითქოს ''შეპყრობილი'' იყოს, სინამდვილეში ფსიქიკურად ავადმყოფია.



3. გამოქვაბულები

შუასაუკუნეების ევროპაში ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებს, როგორც წესი თავისუფლებას არ ართმევდნენ, თუმცა მე-13 საუკუნეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დაავადებულ ადამიანებს ხშირად საზოგადოებისგან იზოლირებულ ადგილას კეტავდნენ, ან სულაც ათავსებდნენ მათ ინვალიდებთან და დამნაშავეებთან ერთად ერთ შენობაში. ფსიქოლოგიურად შეშლილი ადამიანებისათვის მე-13 საუკუნის ევროპა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა, რადგან ამ ადამიანებს ატყვევებდნენ და კედლებზე აკრავდნენ გამოქვაბულებში. ასე გრძელდებოდა მე-19 საუკუნემდე, სანამ არ გაიხსნა სპეციალური დაწესებულებები.



2. ჰიდროთერაპია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების მკურნალობის მთავარ მეთოდად იქცა ფსიქოანალიტიკური მიდგომა, რომელიც შეიმუშავეს ეიგმუნდ ფრეიდმა, კარლ იუნგმა და მათმა კოლეგებმა, თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში კვლავ ჰიდროთერაპიას ანიჭებდნენ უპირატესობას. წყლის გამოყენება ფიზიკური დაავადებების განსაკურნებლად ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ზოგიერთი ექიმის რწმენით ამ თერაპიას შეეძლო მანიაკალური პაციენტების განკურნებაც კი. ექიმებმა ჰიდროთერაპია წამების იარაღად აქციეს, რადგან ისინი აბამდნენ პაციენტებს და საათობით, ან სულაც რამდენიმე დღით ტოვებდნენ წყალში. არსებობს ცნობები, რომლის მიხედვითაც პაციენტებს აკრავდნენ კედელზე და მათი მიმართულებით ძალზედ დიდი წნევით უშვებდნენ წყალს სახანძრო შლანგის გამოყენებით.




1. ელექტროშოკი

მე-20 საუკუნის ექიმების აზრით, ფსიქიკურად აშლილი პაციენტების განკურნება შესაძლებელი იყო მათში კრუნჩხვების ხელოვნურად გამოწვევით. 1982 წელს ხმარებიდან ამოიღეს პრეპარატი მეტროზოლი, რის გამოც ექიმებმა პაციენტებში კრუნჩხვების ხელოვნურად გამოსაწვევად მიმართეს ელექტროშოკს. ეს მეთოდი დღესაც აქტიურად გამოიყენება, თუმცა მან განვლო უდიდესი გზა იქამდე, სანამ მიაღწევდა ეფექტურ ფორმებს. წლების წინ ადამიანებს უბრალოდ ბოძზე აკრავდნენ, მათ ტვინში ელექტრულ დენს ატარებდნენ და საათობით აწამებდნენ.