საკუთარი თავის დახასიათება ტუჩების ფორმის მიხედვით - შედეგები 100% ზუსტია!

საკუთარი თავის დახასიათება ტუჩების ფორმის მიხედვით - შედეგები 100% ზუსტია!
1. სავსე, ფართო ტუჩები - აზარტული

თუ ტუჩების ამ ფორმის მქონე ქალბატონი რაიმეს მოისურვებს, ის აუცილებლად, თანაც დაუყონებლივ მიაღწევს საწადელს. არ აქვს მნიშვნელობა ახალ ჩანთაზე მიდის საუბარი, თუ მამაკაცზე... ასეთი ქალბატონი გამოირჩევა ენერგიულობითა და გახსნილობით, მას არასდროს მოერიდება ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და თქვენთვის პაემნის დანიშვნა.

"ან ახლა, ან არასდროს" - აი რა წარმოადგინს სავსე და ფართო ტუჩებიანი ქალბატონების ცხოვრების დევიზს. მათ ცხოვრებაში მოვლენები ყოველთვის საინტერესოდ ვითარდება და საერთოდ არ იციან სიტყვა "მოწყენის" მნიშვნელობა.

მათ არ შეუძლიათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე ცხოვრება, დიდი პატივისცემით ეკიდებიან საკუთარ პირად სამყაროს და ამავეს მოითხოვენ იმ მამაკაცისგან, რომელიც მათთან ურთიერთობას მოისურვებს. "დედიკოს ბიჭები" ამ ქალბატონების გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდებიან...


2. სავსე, არც თუ ისე დიდი ტუჩები - რომანტიკული

ტუჩების მსგავსი ფორმის მქონე ქალბატონების ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი ემოციები დგას. ამ ადამიანების ცხოვრება სავსეა აღმართებითა და დარმართებით. თუ თქვენ მოისურვებთ ასეთ ქალბატონთან ურთიერთობას, მაშინ მზად იყავით თანაგრძნობისთვის და ყოველთვის თან გქონდეთ შეკვრა ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ...

ეს ქალბატონები გამოირჩევიან სიმპათიურობითა და მომხიბვლელობით, თუმცა ერთი საკმაოდ დიდი მინუსი ახასიათებთ. რომანტიზმი არ აძლევს მათ სერიოზული პრობლემებში შეჭრის და გამკლავების საშუალებას, ამიტომ ხშირად ხუჭავენ თვალს ყველაფერზე და ატყუებენ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

თუ თქვენ ტუჩების ამ ფორმის მქონე ქალბატონს დაუსვამთ შეკითხვას, თუ როგორია მისი ოცნების პრინცი, ის აუცილებლად დაგიხასიათებთ მას რომელიმე ცნობილი მოდის ჟურნალის ყდაზე გამოსახული სიმპათიური ყმაწვილის, ან მისი საყვარელი რომანის მთავარი პერსონაჟის მიხედვით.


3. ზედა ტუჩი დიდია ქვედა ტუჩზე - მბრძანებლური

ტუჩების მსგავსი ფორმის მქონე ქალბატონები მიზანდასახული ნატურიები არიან, რომლებიც წამოწყებულ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით, გრძნობებით ეკიდებიან და აუცილებლად მიჰყავთ იგი ლოგიკურ დასასრულამდე. ამ ქალბატონებმა ზუსტად იციან, თუ რა სურთ და რას მოითხოვენ ცხოვრებისგან. აქტიურ ქმედებებს ისინი მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც საკუთარ სიმართლეში 200% დარწმუნებულები არიან. "ყველაფერი, ან არაფერი" - აი რა წარმოადგენს მათი ცხოვრების დევიზს...

ამ ქალბატონებს აღიზიანებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც წამოწყებულ საქმეს შუა გზაზე ანებებენ თავს... საწადელის მიღწევაში მათ თვითშეფასების მაღალი მაჩვენებელი და ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება, განსაკუთრებით კი ქარიზმა ეხმარება.

ამ ქალბატონების ოცნების მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ისეთივე ამბიციური, როგორებიც ისინი თავად არიან, ასევე უნდა შეეძლოს ყველა საქმეში დახმარების ხელის გამოწოდება და მწვერვალების დაპყრობაში საკუთარი წვლილის შეტანა. ერთადერთი საშუალება, რომელიც ორ ასეთ ადამიანს ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარება, ორივე მხრისთვის კომპრომისებზე წასვლის სწავლაა...


4. ქვედა ტუჩი დიდია ზედა ტუჩზე - იდუმალი

ამ ქალბატონებს ყოველთვის ყურადღების ცენტრში უწევთ ყოფნა, რადგან ისინი ბრბოსგან ძალზედ განსხვავდებიან და გამოირჩევიან.

მათ ურჩევნიან ზურგზე კარტოფილის ტომარა გადაიკიდონ და ისე იარონ, ვიდრე ატარონ ახალი მოდური ჩანთა, რომელიც ყოველ მეორეს უკეთია. ამ ქალბატონებს უბრალოდ ჰაერივით ესაჭიროებათ საკუთარი ინდივიდუალურობის განცდა და შეგრძნება, რაც აისახება მათი ჩაცმულობის სტილზე და ქცევის მანერებზე.

მათ ზუსტად იციან, რომ განსაკუთრებული მამაკაცი სჭირდებათ და თუნდაც მის ძებნაში ძალიან დიდი დრო დალიონ, მაინც არასდროს დანებდებიან და შეჩერდებიან. ეს იდუმალი ქალბატონები არასდროს განიცდიან თაყვანისმცემლების ნაკლებობას, თუმცა მათ უფრო მეტად ისეთი მამაკაცები აინტერესებთ, რომლებიც ამ ქალბატონების პირველი დანახვისთანავე არ მოიხიბლებიან და დატყვევდებიან.


5. წვრილი, ფართო ტუჩები - რეალისტი

მსგავის ფორმის ტუჩების მქონე ქალბატონები ყოველთვის მყარად დგანან. მათ ზუსტად იციან, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი უბრალოდ ზღაპრის პერსონაჟია. ეს ქალბატონები ყველაზე დიდ სიამოვნებას მათი ცხოვრების წინასწარ დაგეგმვით ღებულობენ. ისინი ყიდულობენ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებს ჯერ კიდევ შემოდგომას, ალაგებენ ჩანთას გამგზავრებამდე 1 თვით ადრე და უშუალოდ ამ პროცესით უდიდეს სიამოვნებას იღებენ. ასევე გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, პრაქტიკულობით და არ ჩქარობენ "ვარდისფერი სათვალის გაკეთებას".

რეალისტ ქალბატონებს არასდროს გამოაქვთ სააშკარაოზე საკუთარი გრძნობები, ემოცები და იქცევიან ყოველთვის ისე, რომ ხალხს თავი ჩაკეტილ, ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანებად მოაჩვენონ.

სინამდვილეში ეს წარმოდგენა მცდარია - უბრალოდ მათთვის სხვა ადამიანებთან შედარებით გაცილებით რთულია ურთიერთობაში გახსნა და ვიღაცისთვის საკუთარი გულის გადაშლა. ამ ქალბატონებს ძალიან უყვართ სტაბილურობა და თავიანთი წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი ცხოვრება ყველაფერს ურჩევნიათ. მამაკაცს, რომელიც ასეთი ქალბატონის გულს მოიგებს, არ მოეთხოვება რომანტიკულობა. მთავარია მოიპოვოთ მისი ნდობა და შეუქმნათ ისეთი წარმოდგენა, რომ ის ნებისმიერ სიტუაციში შეძლებს თქვენზე დაყრდნობას და თქვენს გვერდში თავს დაცულად იგრძნობს.


6. ვიწრო, პატარა ტუჩები - ავანტურისტი

ტუჩების ამ ფორმის მქონე ქალბატონების ოპტიმიზმი განუსაზღვრელად დიდია. ამ ენეგიულ ნატურებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ერთ ადგილზე მოსვენება და შვებულების დროს აუცილებლად დახარჯავენ სპილოებით გასეირნებაში, ან კილიმანჯაროს დალაშქვრაში. არაგლობალური, სტანდარტული პროექტები მათთვის ნაკლებად საინტერესოა...

ეს ქალბატონები გიჟდებიან თავგადასავლებზე და ადრენალიზე, რომელთაც ცხოვრების გამრავალფეროვნება შეუძლიათ. ამ ავანტურისტ ნატურებს იმდენად სჯერათ საკუთარი თავის, რომ ხშირად ეკიდებიან ისეთ სარისკო საქმეებს, რომელთაც სხვა ადამიანები გაურბიან, რათა არ გაიფუჭონ რეპუტაცია თავის ვერ გართმევის შემთხვევაში. ასეთი ქალბატონის ღირსეულ ცხოვრების მეგზურად შეიძლება იქცეს მხოლოდ ისეთი მამაკაცი, რომლისთვისაც ანალოგიური თვისებებია დამახასიათებელი.