ქალური ტემპერამენტი თვალის ფერის მიხედვით

ქალური ტემპერამენტი თვალის ფერის მიხედვით
თვალები ქალბატონების ყველაზე მძლავრი იარაღია. მათ მიმზიდველობას, მბრწყინვალებას შეუძლია ნებისმიერი მამაკაცის დატყვევება. როგორც წესი მამაკაცები ნაკლებად ამახვილებენ თვალებზე ყურადღებას, როდესაც აღწერენ ქალის გარეგნობას და ისინი ძალზედ დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან თვალები ხომ სულის სარკეა. სწორედ მათი მეშვეობით შეგვიძლია შევიტყოთ ბევრი რამ ქალბატონის ხასიათზე და მის ტემპერამენტზე.

იაპონელი ფიზიოგნომისტები მიიჩნევენ, რომ თვალებით ვხედავთ არა მხოლოდ ადამიანის ხასიათს, არამედ მის წარსულს, აწმყოსა და მომავალსაც კი. ასე რომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობარი გოგონას გაჩენა და გაქვთ რამდენიმე ვარიანტი, მაშინ არჩევანის შეჩერებამდე კარგად დააკვირდით მათ თვალებზე. არსებობს ერთი ასეთი საინტერესო ძველი იაპონური მეთოდი, რომელის მიხედვითაც, თუ ქალბატონის თვალის გუგა ვერ აღწევს მის ქვედა ქუთუთომდე, ასეთი ქალბატონი გამოირჩევა ამტანობით, აგრესიულობითა და ფიცხი ტემპერამენტით. წაგრძელებული თვალები ფართო ქუთუთოთი, ქალბატონის ცხოვრებაში განაპირობებს მის მომავალ მატერიალურ კეთილდღეობას. ასევე თვალის ეს ფორმა განაპირობებს ჯანმრთელ და ბედნიერ სიბერეს. პატარა თვალები, თეთრი იშვიათი წამწამებით მოწმობს სიხარბეს, ცბიერებას, სიეშმაკეს და ხელმომჭირნეობას. ამ ფორმის თვალების მქონე ქალბატონები სულელები ნამდვილად არ არიან და მათ ამ ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებები აქვთ. იაპონელები თვლიან, რომ ასეთ ქალბატონთან შეხვედრისას მამაკაცებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. დიდი, თითქმის მომრგვალებული, ნათელი და კაშკაშა თვალები ბედნიერების სიმბოლოა. თვალის ამ ფორმის მქონე ქალბატონებისათვის ცხოვრება სავსეა ახალ-ახალი მოვლენებით. მათ წინ გადაიშლება ისეთი მომავალი, სადაც მხოლოდ სითბო, სიყვარული და მოკლედ დადებითი პერსპექტივებია. ეს ქალბატონები ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად მიაღწევენ.

სიმართლე თვალების შესახებ:

ცისფერი თვალები
ეს ლამაზი ქალბატონი მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასეთი დაუცველი და დამყოლი. მათი ცხოვრების დევიზს წარმოადგენს: "თუ კატას ცისფერი თვალები აქვს, მას უარს ვერავინ ვერაფერზე ეტყვის"... ასეთი ქალბატონის მოხიბვლა მხოლოდ თბილი სიტყვებით შეუძლებელია. მეტიც, თქვენ მთელი პროგრამა დაგჭირდებათ, თუმცა შეძლებთ, თუ არა მისი სიმპათიის მოპოვებას ეს არავინ არ იცის... (მაგალითი: ნიკოლ კიდმანი)

ნაცრისფერი თვალები
ამ ფერის თვალების მქონე ქალბატონები, როგორც წესი ძალზედ შრომისუნარიანები არიან, თუმცა ლოგინში ნუ მოელით მათგან იგივეს, რადგან ეს ერთადერთი სფეროა, რომელშიც მათ საერთოდ არ აინტერესებთ შედეგი. მოკლედ, თუ თქვენ ანიჭებთ უპირატესობას ხარისხს და არა რაოდენობას, მაშინ ეს ვარიანტი თქვენთვის სავსებით მისაღები უნდა იყოს. (მაგალითი: შარლზ ტერონი)

ყავისფერი თვალები
ასეთ ქალბატონში ცეცხლის დანთება ძალზედ მარტივი საქმეა, რასაც ვერ ვიტყვით ამ დანთებული ცეცხლის შენარჩუნებაზე. ზოგადად ამ ფერის თვალების მქონე ქალბატონები ძალზედ მგრძნობიარეები, თუმცა ამავდროულად ზარმაცები არიან, მაგრამ სამაგიეროთ თქვენგან ბევრს არასდროს არ მოითხოვენ. ასე, რომ თუ საუზმისთვის განსაზღვრული დროდან რამდენიმე თავისუფალი წუთი შემოგრჩათ, მაშინ თავდაჯერებულად შეგიძლიათ მიეცეთ ვნებას. (მაგალითი: ბრიტნი სპირსი)

მწვანე თვალები
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ის არასდროს გაკოცებთ, თუმცა განმარტოების შემთხვევაში მზად იყავით ყველაზე თამამი ეროტიკული ფანტაზიების გამოსაცდელად. თქვენი მეგობარი ქალბატონისათვის ტაბუ უცნობი სიტყვაა. მათ შესწევთ ძალა, რომ ფლირტით გაგიჟებამდე მიგიყვანოთ, თუმცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მათ უბრალოდ სჭირდებათ პირად ცხოვრებაზე გადახედვა და თქვენთვის იმდენი დრო აღარ დარჩება, როგორც უწინ და ურთიერთობაში შედარებიდ გულგრილი გახდება. ნუ მოიწყენთ! ყველაფერი რიგზია და ეს დროებითია. მწვანე ფერის თვალების მქონე ქალბატონებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია პრელუდია თვითონ სექსის პროცესზე. (მაგალითი: ლინდა ევანგელისტა)

ნაცრისფერ-ცისფერი, მომწვანო თვალები
აი აქ კი ნამდვილად დიდ შარში ხართ... ამ ყინულივით ცივი ქალბატონის გასადნობად ოფლად დაღვრა მოგიწევთ. თავიდანვე გეტყვით, რომ ამ ქალბატონების შემთხვევაში სულიერი, შინაგანი სითბო ბოლო ადგილზე ნამდვილად არ დგას... თუ თქვენ ასეთ ქალბატონთან ურთიერთობის აწყობა შეძელით, რაღა დამრჩენია და გეტყვით, რომ თქვენი მშურს, რადგან ასეთმა ქალბატონმა არ იცის, თუ რა არის კომპლექსი. გარდა ამისა ის ძალზედ ნაზი, ტემპერამენტიანი და რომანტიკულია. (მაგალითი: მადონა)

მუქი ყავისფერი
მისი იმპულსურობა და გაღიზიანებადობა არაფერია მის ტემპერამენტთან შედარებით. მუქი ყვისფერი თვალების მქონე ქალბატონები, როგორც წესი მზად არიან დილამდე თქვენთან ერთად ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გამოიყენეთ მთელი თქვენი ფანტაზია და თავს მის გვერდში ნამდვილ მამაკაცად იგრძნობთ. (მაგალითი: სალმა ჰაიეკი)

ხანდახან ჩვენი მიმიკები და ჟესტები გაცილებით მეტს მეტყველებენ, ვიდრე თვითონ სიტყვები. ქალის თვალები კი გადაშლილი წიგნია... მთავარია იცოდეთ, თუ როგორ ამოიკითხოთ მასში ყველაფერი სწორად. ერთი შეხედვითაც კი საკმარისია განსაზღვრო, თუ რას გრძნობს ქალბატონი შენს მიმართ თქვენი უშუალო კავშირის დროს.

1) თუ ქალბატონი მუდმივად გარიდებთ თვალს, თუმცა ამავდროულად ამჩნევთ, რომ ის ცდილობს თქვენს გამოხედვაზე დაკვირვებას, ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ადამიანი ხართ.

2) თუ საუბრისას გოგონა იყურება საკუთარი ფეხების ქვეშ და ათვალიერებს ირგვლის რაღაც ნივთებს, ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ თქვენ და აგურის ნაგლეჯი მისთვის არ განსხვავდებით.

3) თუ ქალბატონი მამაკაცთან საუბრისას თვალებს ცისკენ აცეცებს და ხშირად თანამოსაუბრის ზემოთ იყურება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მას თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის დაჭერა არ უნდა და უბრალოდ ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს თავისი თავისთვის სასარგებლოდ ახალი კავალერი.

ხშირად მოკრძალებულ, უდანაშაულო ქალის გამოხედვაში შეგვიძლია დავინახოთ წარმოუდნელეი ძალა და ენერგია. ამ გრძნობის, განცდის აღწერა სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია. მოკლედ მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, რომ თვალები მართლაც ადამიანის სულის სარკეა და მასში კონკრეტული ადამიანის შესახებ მცირე დეტალების ამოკითხვაც კი შესაძლებელია...