ტესტი თვალის ფორმაზე: რას ამბობენ ისინი ჩვენზე?

ტესტი თვალის ფორმაზე: რას ამბობენ ისინი ჩვენზე?
ქვემოთ ნაჩვენები სურათებიდან აირჩიეთ თქვენი თვალის ფორმა და წაიკითხეთ, თუ რას მეტყველებენ ისინი თქვენზე.

გველის თვალები - ზედა ქუთუთო ფარავს ნახევარ თვალის კაკალს და ქმნის სწორ ხაზს. ასეთი თვალები ინდივიდუალიზმის სიმბოლოა. თვალის მსგავსი ფორმის მქონე ადამაიანს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური შეხედულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან რთულია გამოიცნო, თუ რა უტრიალებთ ამ ადამიანებს თავში და წინასწარ განსაზღვრო მათი ქმედება. მათ აქვთ გამჭრიახი გონება, კარგი ინტუიცია და ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში. ამ ადამიანების კიდევ ერთ დადებით თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ რთულ სიტუაციებში ადეკვატურად და მშვიდად რეაგირება.

ტესტი თვალის ფორმაზე: რას ამბობენ ისინი ჩვენზე?

ვეფხვის თვალები - დიდი, ოდნავ დახრილი თვალები, რომლის გუგაც ცოტათი დაფარულია ზედა ქუთუთოთი. თვალის ამ ფორმის მქონე ადამიანები წინდახედულები, ფრთხილები და მომთმენები არიან. მათ ზუსტად იციან, თუ რა უნდათ, რა სურთ და არასდროს უხვევენ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან. გარდა ამისა ისინი ხშირ შემთხვევაში აღწევენ საწადელს... ეს ადამიანი საკუთარი პრინციპებით ცხოვრობენ და თავს არავის უტოლებენ.



მელიის თვალები - წვრილი თვალები ეშმაკური გამოხედვით. თვალის ეს ფორმა სიეშმაკის, მოხერხებულობისა და კრეატიულობის სიმბოლოა. როგორც წესი ადამიანები თვალის ამ ფორმით ძალიან აფასებენ მათთვის ახლობელ ადამიანებს. ისინი ყოველთვის ერიდებიან დისკოტეკებსა და გართობის სხვა საშუალებებს. ეს ადამიანები მაქსიმალურად მობილიზირებულები არიან ისეთ საკითხებზე, რომლებსაც სარგებლობა მოაქვთ ცხოვრებაში, უყურებენ ცხოვრებას პოზიტიურად და არასდროს არიდებენ თავს დაბრკოლებებს. გარშემო მყოფი ადამიანების აზრი გარკვეულ დონეზე აღელვებთ, თუმცა მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს აკისრიათ.



ფარშევანგის თვალები - წვრილი და წაგრძელებული თვალები. ეს ნამდვილი ლიდერის გამოხედვაა! თვალის ამ ფორმის მქონე ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებისგან აღიარების მოპოვება. გარდა ამისა ამ ადამიანებს შეუძლიათ ლამაზად მეტყველება და ყველა საქმეს, რასაც კი ხელს კიდებენ, მარტივად ართმევენ თავს. ისინი კარიერისტები არიან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების მართვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.



ყვავის თვალები - ქვედა ქუთუთო თითქმის სწორხაზოვანია, ხოლო ზედა - რკალისებრი. ასეთი თვალები მეტყველებენ სიკეთეზო, პასუხისმგებლობის შეგრძნებაზე და გახსნილობაზე. თვალის ამ ფორმის მქონე ადამიანები ნამდვილი ინტელიგენტები არიან, რომლებთანაც თამამად შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე საუბარი. ისინი ყოველთვის მოგისმენენ და დაგეხმარებიან. ყვავის თვალების მქონე ადამიანები ძალზედ კონტაქტურები არიან და მარტოობაში მოწყენილად გრძნობენ თავს. გარდა ამისა ისინი არაჩვეულებრივად ერკვევიან ადამიანების ფსიქოლოგიაში, რაც მათ აძლევთ ადამიანებზე ვირტუოზულად მანიპულირების საშუალებას.



ბეღურის თვალები - თვალის ეს ფორმა გვაგონებს სამკუთხედს. თვალის ამ ფორმის მქონე ადამიანები დიპლომატები არიან. მათ არ უყვართ კამათი, ინტრიგა, ჭორები და ყველა პრობლემის გადაჭრას მშვიდობიანი გზით ცდილობენ. ეს ადამიანები ყოველთვის თვალს ადევნებენ გარშემო მიმდინარე პროცესებს და მუდმივად ინფორმირებულები არიან. მათ უყვართ მარტოობა და ამავდროულად დაკვირვება ყველაზე და ყველაფერზე. ყოველივე ამასთან ერთად ისინი გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნებით.