რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ 30 წლამდე?

რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ 30 წლამდე?
20დან 30 წლამდე პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. თიოთოეულმა ჩვენგანმა ეს დრო უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად.
ამ წლის 10 ნოემბერს აღინიშნა ახალგაზრდების დღე მსოფლიოს მასშტაბით. ყველამ ვიცით, თუ რამდენად კარგია ახალგაზრდობა: სავსე ხარ ძალებით, იმედით, გაქვს უამრავი გეგმა სამომავლოდ, გრძნობ, რომ სიცოცხლე ახლა და ახლა იწყება და წინ უამრავი კარგი რამე გელოდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რასაც დავთესთ ახალგაზრდობაში, იმას მოვიმკით მომავალში.
როგორ გამოვიყენოთ სწორად ახალგაზრდობის შესაძლებლობები? სწორედ ამის შესახებაა საუბარი მეგ ჯეინის წიგნში "საჭირო წლები". წიგნი ეძღვნება ყველა ახალგაზრდას. ავტორის მიხედვით, 20დან 30 წლამდე ასაკი ყველაზე მნიშვნელოვაანი ათწლეულია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს და დარჩენილ სიცოცხლეს. Fpaparazzi.com ამ წიგნის ავტორის ნებართვით აქვეყვნებს 10 რჩევას:

1. ბედნიერების ფორმულა არ არსებობს.
გაითავისეთ, რომ კარგი ცხოვრების არანაირი ფორმულა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ არჩევანი და შედეგი. ასე, რომ 20 წლის გოგონებისა და ბიჭებისათვის იქნება უკეთესი, თუ იფიქებენ მომავალზე. სწორედ ამის დამსახურებით, ისინი იგრძნობენ თავს საუკეთესოდ მომავალში. თუკი 20დან 30 წლამდე პერიოდს დაუთმობთ საკმარის ყურადღებას და ორიენტირებული იქნებით საქმის კეთებაზე და არა მხოლოდ გართობაზე, მაშინ მერწმუნეთ, წინ ძალიან კარგი მომავალი გელით.

2. აუცილებელია ვცადოთ.
არ შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ფიქრებში. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა გავაკეთოთ, ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიწვალოთ და თუნდაც უამრავი კრახის შემდეგ, მოვა დრო, წარმატებას მივაღწევთ. არსებობს გამონათქვამი, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენსავე ხელშია. ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ სასწაულები არ არსებობს და სახლში ჯდომით და ლოდინით, ვერაფერს მივაღწევთ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შიში იმისა, რომ განიცდის კრახს და სწორედ ამიტომ თავს არიდებს ყოველგვარ მცდელობას, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს მათ მომავალზე.

3. ხშირ შემთხვევაში, მეგობრები არ გვაძლევენ გასაქანს.
ხანდახან ჩვენი ახლო მეგობრები ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ხშირად ხალხთან, რომელთანაც გვიყალიბდება ურთიერთობა, ძალიან გვანან ერთმანეთს და არ გასაჭირში არ შეუძლიათ შემოგვთავაზონ იმაზე მეტი, ვიდრე თანაგრძნობაა.

4. კავშირები.
ძალიან კარგია, თუკი გაქვთ კავშირები ხალხთან, რომლეთაც უკვე მიაღწიეს წარმატებას. ძალიან სასარგებლოა მათთან შეხვედრა, საუბარი, რადგან მათ ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, რომელიც შეუძლიათ გაგვიზიარონ, იცნობენ ხალხს, რომელთაც არ ვიცნობთ ჩვენ. სწორედ ამგვარი კავშირებით ვიღებთ ყველაზე დიდ ცოდნას და შესაძლებლობებს.

5. საკუთარი თავის რწმენა.
თავდაჯერებულობა - არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი გარკვეულ დროში. გახსოვდეთ, რომ საქმეში თავდაჯერებულობა აუცილებელია. უნდა გჯეროდეთ, გწამდეთ იმის, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა დრო და დრო უყალიბდება ადამიანს და ის თანდაყოლილი არ არის. ყველაფრის საწყისი და საფუძველი, გამოცდილებაა.

6. ყოველთვიურად გამომუშავებული თანხა.
20 წლის ასაკში, შეიძლება გაიფიქროთ, რომ წინ მთელი ცხოვრებაა ფულის საშოვნელად და წარმატების მისაღწევად, თუმცა სოციალურმა მკვლევარებმა აშშ_ში დაადგინეს, რომ ადამიანის მიერ ყოველთვიურად გამომუშავებული თანხა, იზრდება მხოლოდ 30 წლამდე და ამის შემდეგ ის პრაქტიკულად უცვლელი რჩება, თუ პირიქით არ განიცადა დეგრადაცია.

7. არანაირი ცხოვრების მეგზური ამ პერიოდში.
ამ პერიოდში მეორე ნახევარის გაჩენა თქვენი კარერისთვის იგივეა, რაც მთელი ფულის დადება წითელზე. ან გაგვიმართლებს, ან არა. გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება დაღი დაასვას თქვენს კარიერას. ცოლის მოსაყვანად 30 წლის შემდეგადაც საკმარისი დრო გექნებათ, ხოლო კარიერის დასაწყებად - არა. ამიტომ კარგად დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

8. მოვა დრო ინანებთ.
რასაც ვერ ვგებულობ და ვნანობ, ეს ისაა, თუ რატომ ვატარებდი ამდენ დროს მხოლოდ გართობასა და იმ ხახლთან ერთად აქეთ იქით ბოდიალში, ვინც დღეს არც კი მესალმებიან? რისთვის? რატომ? 20 წელი ნამდვილად კარგი ასაკია, მაგრამ გახოვდეთ, რომ არ შეიძლება მისი უსარგებლოდ გამოყენება. ნუ იქნებით ორიენტირებულნი მხოლოდ გართობაზე და დროს გატარებაზე, რადგან ამან შეიძლება დაღი დაასვას თქვენს კარიერას და ზოგადად მომავალს.

9. ტვინის შესაძლებლობები ასაკთან ერთად მცირდება.
გაითვალისწინეთ, რომ 30 წლის შემდეგ თქვენი ტვინის ფუნქციონირება დეგრადაციას განიცდის, რაც ნიშნავს, რომ გვეზღუდება გონებრივი შესაძლებლობები. აწი ვეღარასდროს შევისწავლით ვერაფერს ისე სწრაფად და მარტივად, როგორც უწინ. ასე, რომ გახსოვდეთ, უმოქმედობა ამ ასაკში, ძალიან სახიფათოა.

10. ბედისწერა არ არსებობს.
დარწმუნებულნი იყავით იმაში, რომ ჩვენი ბედი წინასწარ არავის დაუგეგმავს და მომავალი, მხოლოდ ჩვენს ხელშია. თქვენი მომავალი არ უნდა იყოს განპირობებული უმოქმედობითა და სიზარმაცით. გინდათ მიაღწიოთ რამეს? მაშინ იშრომეთ, იწვალეთ, სცადეთ და გაითვალისწინეთ, რომ სწორედ დამარცხების საფუძველზე ხდება ადამიანი უფრო ძლიერი და გამოცდილი. იცოდეთ, რომ შრომა ყოველთვის დაგიფასდებათ.