თუ საათზე 11:11 შენიშნეთ, ძალიან გაგიმართლათ!

თუ საათზე 11:11 შენიშნეთ, ძალიან გაგიმართლათ!
გჯერათ, რომ რიცხვებს უდიდესი ძალა აქვთ? ნუმეროლოგია გახლავთ მეცნიერება, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება და შეიწავლის, თუ რა გავლენას ახდენს იგი სამყაროს ენერგიაზე. შემთხვევითი არ არის, რომ არსებობს უამრავი ჰოროსკოპი, რომელიც უკავშირდება ადამიანის დაბადების თარიღს. ეს ეხმარება გარკვევაში, რამდენად წარმატებული იქნება მისი ცხოვრება. ჯერ კიდევ პითაგორა ამტკიცებდა, რომ ციფრებს კოლოსალური ძალა გააჩნია!

ოდესმე გსმენიათ, რომ დროის “11:11″ დანახვისას სურვილი უნდა ჩაიფიქროთ? ეს უკავშირდება იმას, რომ “11” - სულიერი სიწმინდისა და ნათელი გონების სიმბოლოა. და თუ მომენტში, როდესაც ეს რიცხვი ორჯერ გვხვდება, სურვილს ჩაიფიქრებთ, თქვენი მიზნის ძალა გაორმაგდება.

მეტიც, თუ მაგიურ დროს “11:11″ ხშირად შენიშნავთ, თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა ჰარმონია დაისადგურებს. ეს გახლავთ იდეალური დრო, როდესაც უნდა დაფიქრდეთ მომავალზე და შეიმუშავოთ გეგმები. წვრილმანებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ნუ მოახდენთ მათ იგნორირებას.

თუ რიცხვების მაგიური ძალის ნამდვილად გწამთ, ნუ დაივიწყებთ, რომ მისი ძალა 11.11-ჯერ გაიზრდება სწორედ 11:11 საათზე. ასე რომ, მოიმარაგეთ სურვილები!