მდიდარი ვარსკვლავები, რომლებიც უსახლკაროები იყვნენ - აუცილებელი საკითხავი მათთვის, ვისაც სტიმული აკლია

მდიდარი ვარსკვლავები, რომლებიც უსახლკაროები იყვნენ - აუცილებელი საკითხავი მათთვის, ვისაც სტიმული აკლია
ეს ვარსკვლავები ერთ დროს უსახლკაროები იყვნენ, საკვებს ქუჩაში ეძებდნენ და ღამეს სკვერებში ათევდნენ. თუმცა, წლების შემდეგ ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ვარსკვლავებად იქცნენ, ხოლო პირად ანგარიშზე კოლოსალური თანხებიც დააგროვეს.

ჰოლი ბერი: როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა პირველად გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო, ჩიკაგოში წავიდა. დედამ მას ფული არ მისცა. ბერი იძულებული იყო, უსახლკაროთა თავშესაფარში ეცხოვრა.

ჯიმ ქერი: დღეს მსახიობი მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრობს, მაგრამ მისი ბავშვობა სიღარიბის გამო მშვიდი არასდროს ყოფილა. ის უმაღლესი სკოლიდან წამოვიდა და ოჯახთან ერთად ავტობუსში ცხოვრობდა.

დენიელ კრეიგი: მსახიობს ერთ დროს სკვერში, ხის სკამზე ეძინა.

ელა
ფიცჯერალდი: მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯაზის მომღერალს საშინელი ბავშვობა ჰქონდა. როდესაც დედამისი გარდაიცვალა, მამინაცვალმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო - მას სასტიკად ეპყრობოდა. წლების განმავლობაში უსახლკარო იყო.

ჩარლი ჩაპლინი: ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობით ვერც ჩაპლინი დაიკვეხნიდა. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დედამისი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ფსიქიკურ აშლილობას მკურნალობდა. ჩარლი ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.
სტატიის წყარო:ambebi.ge