ცნობილი ნაშვილები ადამიანები

ცნობილი ნაშვილები ადამიანები
მრავალმილიონიანი კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი 1955 წელს, სან-ფრანცისკოში, ჯოან სიმფსონისა და აბდულფატა ჯონ ჯანდალის ოჯახში დაიბადა. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იყო, რის გამოც, ჩვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაწყდა, სადაც იგი მექანიკოსმა პოლმა და ბურალტერმა კლარა ჯობსებმა იშვილეს. სტივმა ბავშვობა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ალტოსში გაატარა. ზრდასრულმა სტივმა საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ისტორია მოიძია. როგორც აღმოჩნდა, მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ და ქალიშვილი მონა სიმფსონი ეყოლათ, რომელთანაც სტივს სიცოცხლის ბოლომდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

ცნობილი ნაშვილები ადამიანები

სექს სიმბოლოდ ქცეული მერლინ მონრო, დაიბადა როგორც ნორმა ჯინ მორტენსენი. დედამისი გლეიდის ბეიკერი ჰოლივუდში კინომემონტაჟედ მუშაობდა, მამის ვინაობა უცნობია. ნათლობის დროს, დედამ მერლინს საკუთარი გვარი - ბეიკერი მისცა. გლეიდის ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა, რის გამოც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში დიდ დროს ატარებდა. მონრო უამრავ ოჯახში ცხოვრობდა, სანამ 11 წლის ასაკში იგი ოჯახის მეგობარმა, გრეის მაქკი გოდარმა იშვილა.



"ბითლზის"-ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. ლენონის მშობლები ჯულია სტენლი და ალფრედ ლენონი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ჯონი სამი წლის იყო. მამის გაუჩინარების შემდეგ, 5 წლის ჯონი დედამ საკუთარ დას, მიმის და მის მეუღლე ჯორჯს მიაბარა. დედა ხშირად ნახულობდა ჯონს, თუმცა, მის აღზრდაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც მისი თქმით, მისი ცხოვრების წესის ბრალი იყო. მიმი და ჯორჯი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის.



აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი 1946 წელს, დაქვრივებული ქალის ოჯახში დაიბადა. ბილის მამა 1946 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დედამისმა, ვირჯინია დელ კესედიმ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, რის გამოც, ბილის აღზრდით მისი ბებია და ბაბუა იყვნენ დაკავებულები. როდესაც ბილი 4 წლის იყო, დედამისი მეორედ გათხოვდა ავტომობილების გამყიდველ როჯერ კლინტონზე, რომელმაც ბილს საკუთარი
გვარი მისცა.



ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა. მისი ოჯახი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი პროვინციის მმართველველთა შტოს ეკუთვნოდა. როდესაც ნელსონი 9 წლის იყო, მამამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ტუმბუს ტომის მმართველმა, ჯონგინტაბა დალინდიებომ იშვილა.



ამერიკელი მსახიობი, ემის ჯილდოს მფლობელი რეი ლიოტა, 1954 წელს, ნიუარკიში დაიბადა. ექვსი თვის ასაკში იგი მერი და ალფრედ ლიოტებმა იშვილეს. რეი მსახიობის ოსტატობას მაიამის უნივერსიტეტში სწავლობდა. 40 წლის ასაკში, მსახიობმა გამომძიებელი დაიქირავა, რათა საკუთარი ბიოლოგიური დედის ვინაობა დაედგინა.



ამერიკელი კინოსა და თეატრისა მსახიობი, ფრენსის მაქდომანდი, რომელმაც მოგვიანებით, "ფარგოში" შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა, 1957 წელს, ჩიკაგოში დაიბადა. წლინახევრის ასაკში იგი კანადელმა ოჯახმა იშვილა. მისი ოჯახის რელიგიურობის გამო, ფრენსისი ყოველ ზაფხულს ქრისტიანულ საბავშვო ბანაკში ატარებდა, თუმცა, მოგვანებით, მშობლების სახლის დატოვების შემდეგ, მისი რელიგიური სულისკვეთებაც ჩაქრა. 1984 წლიდან ფრენსისი ქორწინებაში იმყოფება სცენარისტთან და რეჟისორთან ჯოელ კოენთან.


სტატიის წყარო:ambebi.ge