10 სელებრითი, რომელიც წარსულში უსახლკარო იყო, თუმცა დღეს მილიონების მფლობელია

10 სელებრითი, რომელიც წარსულში უსახლკარო იყო, თუმცა დღეს მილიონების მფლობელია
ხალხს ჰგონიათ, რომ ცნობილი ადამიანები ფუფუნებაში და პრობლემების გარეშე ცხოვრობენ. აქვთ ძვირფასი ტანსაცმელი, მიირთმევენ ყოველივე საუკეთესოს, ყავთ ძვირადღირებული მანქანები და აქვთ დიდი ბიუჯეტი. შეიძლება ნაწილობრივ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ცნობილ ადამიანთა უმრავლესობას აქვს ბევრი პრობლემები. ასევე არსებობს ცნობილი ადამიანები ნაწილი, რომელიც ადრე დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ხოლო დღეს-დღეობით კი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა აქვთ. ჩვენს სტატიაში ნაჩვენები იქნება 10 ცნობილი ადამიანი (სელებრითი), რომელიც ოდესღაც უსახლკარო იყო.


1) ჯიმ ქერი
იყო დრო, როდესაც ცნობილი კომიკოსი დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ჯიმის მამამ დაკარგა სამსახური და იძულებულნი გახდნენ დაეტოვათ სახლიც. ჯიმის ოჯახი კარავში ცხოვრობდა, ხოლო ამ დროს მსახიობი 16 წლის იყო და ოჯახი აიძულებდა ემუშავა. სწორედ ამ რთულ პერიოდში დახვეწა იუმორი ამ ცნობილმა ადამიანმა, რაც იმ დროისათვის ძალიან ძნელი იყო. დღეს-დღეისობით კი ჯიმს შვილიშვილიც ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს.



2) ჰოლი ბერი
ულამაზეს ქალბატონ მსახიობს ერთ დროს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, როდესაც სამუშაოს საძებნად ჩიკაგოში გადავიდა. მან ვერაფრით ვერ მონახა სამუშაო და მისმა დედამაც გადაწყვიტა აღარ ეგზავნა ფული შვილისათვის, ამიტომ მსახიობი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი.



3) დოქ. ფილი
დღეს დოქტორი ფილი არის პიროვნება, რომელიც ძალიან მოთხოვნადია სატელევიზიო შოუებში და მისი ქონება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მაგრამ, მის ცხოვრებაში იდგა პერიოდი, როდესაც ქუჩაში ცხოვრობდა, როდესაც იგი 12 წლის იყო. ამ დროს მის მამას არ ჰქონდა სამუშაო და მათ შესაბამისად უწევდათ ქუჩაში ცხოვრება.



4) დანიელ ქრეიჯი
ვინ იფიქრებდა, რომ ლონდონის ერთ-ერთ პარკში მძინარე ბიჭი ასეთი ცნობადი სახე გახდებოდა?



5) ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერის დედას სურდა, რომ ჯენის ესწავლა კოლეჯში, ხოლო თვითონ კი სურდა გამხდარიყო მოცეკვავე. ჯენიმ ეს მიზანი დაისახა და აისრულა კიდევაც და ცეკვის შესწავლის შემდეგ, არაერთ ჟურნალსა და კომპანიას შესთავაზა მისივე ცეკვა.



6) ჩარლი ჩაპლინი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი "ჩუმი ფილმებიდან", მას უნდა ეპოვნა გადარჩენის გზა ლონდონის ქუჩებიდან, როდესაც იგი იყო 10 წლის. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი დედა მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რაც იმას ნიშნავდა რომ, ჩარლის უნდა ეპოვა გამოსავალი რათა ერჩინა საკუთარი ძმა.



7) დევიდ ლითერმენი
ერთ-ერთი ცნობილი ტელე შოუს წამყვანი ამერიკაში, ეს შოუ ყოველწლიურად 50 მილიონ ამერიკულ დოლარს იმუშავებს. დევიდის ცხოვრებაში ყოველთვის არ ანათებდა მზე. იყო დრო, როდესაც იგი გაჭირვებაში ცხოვრობდა. 1973 წელს მან გადაწყვიტა, დაეწერა ხუმრობები "ჯიმ უოლკერზე", რამაც გამოიწვია მისი უკიდურესად პოპულარობა.



8) სტივ ჯობსი
სტივი იყო უდაოდ გავლენიანი ადამიანი XX-XXI_ე საუკუნის. ის არის დამფუძნებელი, ძალიან ცნობილი კომპანია "Aplle"_ს, რომელიც ამჟამად ითვლება ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად მთელს მსოფლიოში. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ის იყო ერთ დროს უსახლკარო. როდესაც სტივი კოლეჯში სწავლობდა, ის იყო სტუდენტურ საცხოვრებელში, ოღონდ მას არ ჰქონდა საკუთარი ოთახი, რომელშიც დაიძინებდა ან ისწავლიდა. მას უწევდა სხვადასხვა სართულზე ძილი და კოკა-კოლის ქილების შეგროვება, რათა მოეგროვებინა საკვების ფული.



9) ჰილარი სვანქი
ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ერთ დროს მანქანაში ცხოვრობდა და აგროვებდა დედასთან ერთად თანხას, რათა ეყიდა საცხოვრებელი ადგილი ლოს-ანჯელესში.



10) სილვესტერ სტალონე
სტალონე არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი მთელს მსოფლიოში. იგი ცნობილია თავისი ფილმებით, "როკი ბალბოე" და "რემბო". ამ ფილმებმა სტალონე ვარსკვლავად აქციეს. ერთ დროს, სტალონე ავტობუსის სადგურში ცხოვრობდა, მან სადგურში დაახლოებით 3 კვირა იცხოვრა.


სტატიის ავტორი: გიორგი ტლაშაძე