უმკურნალეთ წელკავს (ლუმბაგო) სწორად და იგი უკვალოდ გაივლის

უმკურნალეთ წელკავს (ლუმბაგო) სწორად და იგი უკვალოდ გაივლის
წელკავი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ სწორი მკურნალობით იგი უკვალოდ გაივლის. დაავაების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ხასიათის ცვლილებები მალთაშუა სახსრებში, მალთაშუა დისკებში, იოგებში, ნერვულ ბოჭკოებში.
გავა-წელის მწვავე რადიკულიტის მკურნალობის დროს პირველ რიგში რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი. ავადმყოფისთვის საუკეთესო პოზად ითვლება ზურგზე წოლა, ბალიშებზე შემოწყობილი, ნახევრად მოხრილი ფეხებით. როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული რადუკულიტის დროს ავადმყოფის საწოლი უნდა იყოს მაგარი. ლეიბის ქვეშ დებენ ხის დაფას ან ფიცარს.

  • წელკავის (ლუმბაგოს) დროს კარგ საშუალებად ითვლება ცხელი აბაზანები და მტკივან ადგილზე მშრალი კოტოშები.

  • აიღეთ ორი ს/კ სამკურნალო სალბი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათი, გაწურეთ. ჩადგით საყინულეში და გაყინეთ. ყინულის ნაჭრებით დაიზილეთ მტკივანი ადგილი 2-3-ჯერ დღეში, შემდგომ კი დაითბუნეთ თბილი საბნით ან შალის ქსოვილით.

  • აიღეთ ორი ს/კ წყლის იელი, დაასხით 5 ს/კ ზეითუნი ან მცენარეული ზეთი, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ 10 საათის განმავლობაში ცხელ ქურაზე, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. გამოიყენეთ შესაზელად.

  • აიღეთ აგავას ფოთოლი, დაჭერით იგი ბრტყლად (მოაჭერით ეკლები) და წაუსვით მტკივან ადგილებზე. აგავას წვენი ძალიან ძლიერად მოქმედებს მგრძნობიარე კანზე, ამიტომ პირველად და მეორედ უნდა წაუსვათ ძალიან ფრთხილად, შემდეგ, თუ კანი ძალიან არ გაწითლდა, უსვამენ უფრო ინტენსიურად.

  • სასარგებლოა მტკივან ადგილზე შეაზილოთ ზეითუნის ზეთისა და ქლოროფორმის ნარევი, აღებული თანაბარი პროპორციით, დღეში ორჯერ.

  • ქლოროფორმის მალამო ნაყიდი აფთიაქებში, წარმოადგენს კარგ საანესთეზიო საშუალებას წელკავის (ლუმბაგოს) დროს.

  • ოროვანდის ახალი ფოთოლი დაასველეთ ცივ წყალში და დააფინეთ ქვედა მხრიდან მტკივან ადგილზე. ზემოდან დააფარეთ რაიმე თბილი (კაშნე, პირსახოცი) და მაგრად შეახვიეთ. გააჩერეთ 1-2 საათი. ოროვანდის გრძელლერწიანი ფოთლები შეიძლება მოამზადოთ ზამთრისთვის. ისინი აუცილებლად გაახმეთ ჩრდილში. ზამთარში საკმარისია ასეთი ფოთოლი დაალბოთ ცივ წყალში და შეიძლება გამოიყენოთ რადიკულიტის მწვავე შეტევის სამკურნალოდ.

  • შინდის ნაყოფის რბილობი შეახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ დღის განმავლობაში. შინდი იჩენს ტკივილგამაყუჩებელ თვისებას.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი