მწვავე პროსტატიტის პირველივე ნიშნების გაჩენისას, სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები

მწვავე პროსტატიტის  პირველივე  ნიშნების  გაჩენისას, სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები
ტემპერატურის მომატება, შარდის გამოყოფის გაძნელება, წვა და დეფეკაციის სწორი ნაწლავის ტკივილი პროსტატის ანთებას რომ ახასიათებს, ყველა მამაკაცმა იცის, მაგრამ როცა რომელიმეს ეს ნიშნები აღმოაჩნდება, არად აგდებს - ალბათ, იმედი აქვს, რომ თავისით გაუვლის. რამდენიმე წლის წინათ მეც ამ თვითდაჯერებულ მამაკაცთაგანი გახლდით და მჯეროდა, რომ თვითგანკურნება შესაძლებელი იყო. მკურნალობა დავაგვიანე და მწვავე პროსტატიტი ქრონიკულში გადამეზარდა. ახლა იძულებული ვარ, წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური მკურნალობა ჩავიტარო. არადა, თავისთვის ადრე რომ მიმეხედა, ამდენიმ წამლის სმა და ამოდენა თანხის ხარჯვა აღარ დამჭირდებოდა.

მწვავე პროსტატიტის პირველივე ნიშნების გაჩენისას:

  • აიღეთ 30 გრამი მსხლის ყვავილი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარ საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 5 ჩაის ჭიქა წყლის მაგივრად.

  • მოამზადეთ დინდგელის ექსტრაქტი: 40 გრამ დინდგელს დაასხით 200 მლ 96%-იანი სპირტი, შემოდგით ცეცხლზე და დატოვეთ, ვიდრე სპირტი სულ მთლად არ აორთქლდება. აიღეთ 0,1 გრამი ექსტრაქტი და 2 გრამი კაკაო, აურიეთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, ისე, რომ მიიღოთ პლასტილინის მაგვარი მასა, გააკეთეთ მისგან 2-3 სმ - იანი სანთლები და 1 თვის განმავლობაში ყოველღამე გააკეთეთ სწორ ნაწლავში. შემდეგ 2 თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. თუ მტკივნეული სიმპტომები გაქრა, მკურნალობის წელიწადში ორჯერ ჩატარებაც საკმარისია.

  • აიღეთ ოხრახუშის თესლი და დაფქვით. 4 ჩაის კოვზ ფხვნილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 15 წუთს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ.

  • დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი წყალზე დამზადებული პროპოლისის ექსტრაქტი, ძილის წინ კი სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთელი გაიკეთეთ. ასე იმკურნალეთ 2-4 კვირა.
    სანთლის დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დინდგელი, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე. ბოთლი ყოველდღე შეაჯანჯღარეთ. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე სპირტი არ აორთქლდება. დარჩენილ მასაში ჩაყარეთ 2გ კაკაო, გულდასმით აურიეთ და სანთლები გამოძერწეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი