დღეში მხოლოდ 6 წუთი სავსებით საკმარისია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და ცხიმების დასაწვავად.

დღეში მხოლოდ 6 წუთი სავსებით საკმარისია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და ცხიმების დასაწვავად.
ეს უმარტივესი ვარჯიშები, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, საუკეთესოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯოებესებლად და სხეულის პრობლემური მონაკვეთებიდან ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად. ისეთი უსიამოვნო და არაესთეტიკური პრობლემა, როგორიც მუცელზე და გვერდებზე ცხიმოვანი ფენების დაგროვებაა, ხშირად საჭმლის მონელების პროცესების დარღვევითაა განპირობებული. თუ თქვენ მოცემულ საკითხს სწორად მიუდგებით და რეგულარულად დაიწყებთ ამ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას, თქვენ არა მხოლოდ მოიპოვებთ სასურველ ფიგურას, არამედ დატვირთავთ თქვენს ორგანიზმს ახალი, უშრეტი ენერგიით.

6 ვარჯიშისგან შემდგარი ეს კომპლექსი არ წაგართმევთ დიდ დროს. თუ ყოველდღიურად მათ სულ რამდენიმე წუთს დაუთმობთ, ჭარბი კილოგრამები და არასასურველი ფენები თვალსა და ხელს შუა გაქრება. მინდა გითხრათ, რომ ამ ვარჯიშების ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

  1. მუხლები მკერდთან
    დაწექით ზურგზე და მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ, მიიბჯინეთ მუხლები მკერდზე და დაიფიქსირეთ ხელებით. შეიკავეთ თავი ამ პოზაში 1 წუთით. ვარჯიშის შესრულებისას თქვენ უნდა ისუნთქოთ ღრმად და თანაბრად.



  2. ბრუნვა
    დაჯექით იატაკზე და გაშალეთ ფეხები წინ. მოხარეთ მარჯვენა ფეხი მუხლში და შეაბრუნეთ წელი მარცხნივ. როდესაც შებრუნების მაქსიმალურ წერტილს მიაღწევთ, მარცხენა ხელის იდაყვი მიაბჯინეთ მარჯვენა ფეხს და შეიკავეთ თავი ამ პოზაში 30 წამით. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მარცხენა ფეხისთვის.



  3. ჩაჯდომი
    დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ხელები აწიეთ თავს ზემოთ და ნელა დაიწყეთ მუხლების მოხრა, თითქოს სკამზე აპირებდეთ დაჯდომას. შეიკავეთ თავი ამ მდომარეობაში 1 წუთით. ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად.



  4. ნაბიჯი წინ
    გადადგით დიდი ნაბიჯი წინ, მარცხენა ფეხი დატოვეთ უკან გაშლილ მდგომარეობაში. ხელები შეაერთეთ ზურგს უკან და მაქსიმალურად გაჭიმეთ. შეიკავეთ თავი ამ მდომარეობაში დაახლოებით 30 წამით და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის. საერთო ჯამში თქვენ უნდა შეასრულოთ 5-5 გამეორება ორივე ფეხისთვის. ვარჯიშის შესრულებისას თქვენ უნდა ისუნთქოთ ღრმად და თანაბრად.



  5. ხიდი
    დაწექით ზურგზე და ორივე ფეხი მოხარეთ მუხლში. კარგად მიაბჯინეთ ქუსლები იატაკს. წამოწიეთ თეძოები მაღლა და შეაერთეთ ხელები იატაკზე წელს უკან. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 1 წუთით. ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად.



  6. ფეხები მაღლა
    დაწექით იატაკზე და წამოწიეთ ორივე ფეხი მაღლა სწორ და გაშლილ მდგომარეობაში. დაეყრდენით ზურგსა და ხელებს. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 1 წუთით. არ დაგავიწყდეთ ღრმად და თანაბრად სუნთქვა.



ეს უმარტივესი ვარჯიშები საოცარი ეფექტურობით გამოირჩევა. დაუთმეთ მათ დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი და ხანმოკლე დროში საკუთარი სხეულის ფორმებით იამაყებთ. გარდა ჭარბი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორებისა, თქვენ გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და როგორც უკვე გითხარით, დატვირთავთ სხეულს უშრეტი ენერგიით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!