მოიწესრიგეთ წნევა ქიმიური პრეპარატების გარეშე

აფთიაქებში წევის დამწევი უამრავი საშუალება იყიდება, მაგრამ მაღალი წნევა მაინც არ ითვლება დამარცხებულად. ჩემი დაკვირვებით, წნევას თავიდანვე უნდა მიხედვა, ანუ როგორც კი შეამჩნევ, რომ მაღლა გიწევს, უნდა დაიწყო ზრუნვა მის დასამარცხებლად. მე ასე მოვიქეცი და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ. ახალბედა წნევიანებს ჩემი რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ:

  • აიღეთ 1 თავი გაფცქვნილი ხახვი, დაასხით 100 გ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე და დილით, უზმოზე, ნაყენი დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
    თურმე ხახვი მხოლოდ არტერიულ წნევას კი არ სწევს დაბლა, არამედ სისხლძარღვების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას - უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო საკვებს. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს (კონსერვს, მწნილს, შაშხს) გეახლებით. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე, სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თუ მარილზე უარს იტყვით, შვებას თქვენც იგრძნობთ.

  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა სტაფილოს, ჭარხლისა და პირშუშხას წვენი (გახეხილი პირშუშხა წვენის გამოსვლამდე 1 დღე - ღამით უნდა გააჩეროთ, ამიტომ ის წინა დღეს მოამზადეთ ), 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • აურიეთ ერთმანეთში 100-100 მლ კატაბალახას და შავბალახას ნაყენი, 50 მლ ევკალიპტის ნაყენი, 25 მლ პიტნის ნაყენი და 10 გრამი დაფქული მიხაკი. ნარევი ჩაასხით მუქი შუშის ნახევარლიტრიან ქილაში, 2 კვირით დადგით ბნელ, გრილ ადგილას, მერე კი მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • აიღეთ სამი მოზრდილი ლიმონი, გახეხეთ, დაამატეთ 0,5 კგ შაქარი, 0,5 ლიტრი არაყი და 25 გ მიხაკი. გადაიღეთ სამლიტრიან ქილაში და დაასხით თბილი ანადუღარი წყალი. ქილა მოათავსეთ ბნელ და გრილს ადგილას და 2 კვირით დატოვეთ. პერიოდულად ურიეთ. ორი კვირა რომ გავა, გადაწურეთ. მიიღეთ 25 მლ წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა