ყველასთვის ხელმისაწვდომი და უებარი საშუალება ჰიპერტონიის სამკურნალოდ!

ყველასთვის ხელმისაწვდომი და უებარი საშუალება ჰიპერტონიის სამკურნალოდ!
დღეს უამრავი წნევის წამალი იყიდება აფთიაქში, მაგრამ ბევრ მათგანს სამკურნალო ეფექტთან ერთად უკუეფექტებით აქვს, ამიტომ როცა პირველად წნევის მატება შევამჩნიე, ქიმიური წამლების ნაცვლად მცენარეულ რეცეპტებს დავუწყე ძებნა და არც შევმცდარვარ - არაცვეულებრივი შედეგი მივიღე:

მომზადების და გამოყენების წესი:
1 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით 100 გრ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე და ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

თურმე ხახვი მხოლოდ არტერიულ წნევას კი არ სწევს დაბლა, არამედ სისხლძარღვების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას - უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო საკვებს. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს ( კონსერვს, მწნილს, შაშხს ) გეახლებით. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე, სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თუ მარილზე უარს იტყვით, შვებას თქვენც იგრძნობთ.

ექიმის კომენტარი:
ხახვს აქვს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, რის გამოც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ყაბზობით მიმდინარე პათოლოგიების სამკურნალოდ. ახალი ხახვი ააქტიურებს სპერმის გამოყოფას. დადგენილია ხახვის პრეპარატების წნევის დამწევი ეფექტი ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზეც.
თავიანი ხახვისაგან მიღებუ პრეპარატებს იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების, კოლიტების, ნაწლავთა ატონიების, ჰიპერტონიული და გინეკოლოგიური დაავადებების დრო, ასევე მადის მოსამატებლად. სისხლნაკლებობისა და გამოფიტვის დროს სასარგებლოა მწვანე ხახვის მიღება მცენარეულ ზეთთან ერთად.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი