წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ
დიდი ხანია, მაწუხებს წნევა. რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, შევძელი მათთვის თავის დანებება. წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
მკურნალობა:
ჭარხლის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში. პერიოდულად ჭარხლის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოს წვენით, რომელიც უნდა სვათ სუფრის კოვზი 3 -ჯერ დღეში.
ზაფხულობით ჭამეთ ბევრი მარწყვი და მოცხარი - კენკრა წნევას აქვეითებს.
საკმაოდ ეფექტიანია ასეთი საშუალებაც:
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 20 კბილი ნიორი, 5 თავი ხახვი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი. ნარევს დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი. დადგით გრილ ადგილას 10 დღე, დროდადრო შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).
ექიმის კომენტარი:
ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზე მართლაც შესაძლებელია ჰიპოტენზიური ქიმიური პრეპარატების შეცვლა მსგავსი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებებით.
ხალხურ რეცეპტებში ხშირად მოიხსენიება ჭარხალი, როგორც წნევის დამწევი საშუალება. ასეთივე ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. რაც შეეხება ნივრის, ხახვისა და ლიმონის ნარევს, აღნიშნული კომპონენტი დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.