ვზრდით მზეთუნახავ აფელანდრას.

აფელანდრა, ისევე როგორც კროსანდრა მიეკუთვნება აკანთოს ჯიშის ოჯახს. აფელანდრას გვარს მიეკუთვნება 150 სახეობის ნახევრად ბუჩქოვანი ან ბუჩქოვანი მცენარეები, ისინი ფართოდაა გავრცელებული ამერიკის ტროპიკებში და სუბტროპიკებში, ბევრი მცენარე არის დეკორატიული
ეს მცირე ზომის , სწორად მდგომი 70 სმ, სიმაღლის ბუჩქი, არის მუქი მწვანე გოფრირებული ფოთლების ფირფიტებით და სპილოსძვლისფერი ძარღვებით, წააგავს ფიტონიას, მაგრამ აფელანდრას ფოთოლთა ფირფიტები ზომით უფრო დიდია.

პატარა ყვავილები დიამეტრით 2 სმ. შეკრებილია მრგავალ ყვავილედში უხეში ყვავილებით, მისი ფერების გამა სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია სახეობაზე: ფორთოხლისფერი– ყვითელი ყვავილედი და ნათელი წითელი ყვავილები, ყვითელი მწვანე წერტილებიანი ყვავილედი და ნათელი ყვითელი ყვავილები , კაშკაშა ფორთოხლისფერი ყვავილედი და ყვითელი ყვავილები.

აფელანდრა რეკომენდირებულია მცირეგაბარიტიანი საცხოვრებელი სახლების და ოფისებისათვის , ლოჯიების მოსართავად , იგი პოპულარულია, როგორც საგამოფენო მცენარე.
ვზრდით მზეთუნახავ აფელანდრას.

განათება
როგორც ტროპიკული მცენარე, აფელანდრა საჭიროებს კაშკაშა განათებას. ზამთარში შესაფერისია სამხრეთის ფანჯარა, გაზაფხულზე და ზაფხულში ჭირდება მსუბუქად გაშლილი განათება, ღია ჰაერზე მოშენებაც შეიძლება, მაგრამ უნდა მოვარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს, ასევე წვიმას და ქარს.

ტემპერატურა
აფელანდრა სითბოს მოყვარული მცენარეა, კარგად იზრდება როგრც ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე 22–25 გრადუსზე, ასევე ზამთარში არანეკლებ 16 გრადუსზე, ვერ იტანს ორპირ ქარს.

ჰაერის ტენიანობა
როგორც სხვა ტროპიკულ ტყეში მცხოვრები მცენარეები, აფელანდრა უპირატესობას ანიჭებს ნესტიან ჰავას, სასრგებლოა ჰაერი დავანესტიანოთ წყლის ჭავლით ხშირად, პულივიზატორით. ტემპერატურა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურისა, , შესაძლებელია მცენარე დავდგათ აკვარიუმის გვერდით.

მორწყვა
აფელანდრას ჭირდება მუდმივად ნესტიანი ნიადაგი, მაგრამ წყლის სიჭარბე არ შეიძლება იყოს ქოთანში, წყლის სიჭარბემ და მცირეწყლიანობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მგრძნობიარე ფესვის ლპობა.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი მოითხოვს მუდმივ დანესტიანებას, მაგრამ წყალი არ უნდა იყოს ჭარბი, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყოველკვირეულად მცენარეს კვებავენ ოთახის მცენარეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქებით.

ყვავილობა
სახლის პირობებში აფელანდრა ყვავის გაზაფხულიდან შემოდგომამდე . მაგრამ ყვავილობის პერიოდი დამოკიდებულია აგრეთვე ყვავილის სახეობაზეც, იგი ყვავის 2 თვის განმავლობაში, დაყვავილებული ყვავილები აუცილებელია მოშორდეს, მომავალი ყვავილობისათვის აფელანდრას საჭიროა მოუწყოთ შესვენება, გადაიტანეთ იგი გრილ ადგილას, შეამცირეთ მორწყვა. ხშირად ეს კეთდება შემოდგომაზე, მაგრამ განათება მაინც უნდა იყოს კარგი.

გადარგვა
ახალგაზრდა მცენარეები გადააქვთ ახალ ქოთანში , ყოველწლიურად, ხოლო მოზრდილები გადაირგვება ყოველ 2–3 წელიწადში ერთხელ, უფრო უკეთესია თუ ძველ მცენარეებს გავამრავლებთ კალმით.

ნიადაგი
სუბტრატი უნდა იყოს ფხვიერი. შესაძლებელია ავიღოთ ფოთლოვანი მცენარეების მიწა, დავუმატოთ ნეშომპალა, ტორფიანი მიწა, შეშის ნახშირი და ქოქოსის ბოჭკო.

გამრავლება
აფელანდრას სახლის პირობებში ამრავლებენ თესლით და წვეროს კალმებით.
გაზაფხულზე აჭრიან წვეროზე ორფოთლიან კალამს, ამუშავებენ ფესვის გასაძლიერებელი სტიმულატორებით და დებენ ნესტიან სილაში ან ტორფისა დასილის ნარევში, აფარებენ მინას ან პოლიეთილენს. ყველაზე აუცილებელი მომენტია : ტემპერატურა უნდა იყოს 20–25 გრადუსი, ნარგავი აუცილებელია შევასხუროთ და ჰაერზე გავიტანოთ, ამ შემთხვევაში ნარგავი უფრო ადვილად დაფესვიანდება. დაფესვიანების პროცესი ითვლება რთულად, რადგან ფესვები უჩნდება 3–4 კვირის ან თვენახევრის შემდეგ.


ასევე აფელანდრა შეიძლება გავამრავლოთ ფოთლებითაც, დასაფესვიანებელ ფოთლებს აჭრიან ზამთარში და აფესვიანებენ როგორც კალამს, ტორფის, და ქვიშის ნარევში. აუცილებელია, რომ ჰაერის ტემპერატურა იყოს საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 25 გრადუსი.
ავადმყოფობა და მავნებლები
ძირითადი მავნებლებია ფაროსანა და ტლი, მათ მოსასპობად იყენებენ ინტექსტიციდებს.
აფელანდრის გამოსაზრდელად შესაძლებელი პრობლემები
მცენარე გრძელდება, ფერი აქვს ფერმკრთალი, ე.ი აფელანდრას სინათლე არ ყოფნის. ფოთლების ცვენა–ნაიადაგის გამოშრობამ იცის, ამ დროს ფესვები უხმება. ორპირი ქარი არის ფოთლების ცვენის მიზეზი, თუ ფოთლების ბოლოები უხმება –ეს ნიშნავს ჰაერის ნესტიანობის სიმცირეს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა