ამ საშუალებით მკურნალობა იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს და არეგულირებს არეტერიულ წნევას

ყოველ შემოდგომაზე, როგორც კი სოფლად საქმეს მოვილევ და მთელი წლის მონაგარს დავაბინავებ, საოცარი სისუსტე მეუფლება. თითქოს ენერგია ხელის ერთი მოსმით გამომაცალესო. დილაობით ადგომა მიჭირს, შეგნებულად გავურბივარ ყოველგვარ საოჯახო საქმეს და და ზოგჯერ ჭამაც კი მეზარება.

ერთ დღეს ეს ამბავი მეზობლებს შევჩივლე და მათაც ამ რეცეპტით მომზადებული წვეთების დალევა მირჩიეს. აი უკვე მეორე წელია, ვსვამ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. წვეთები იმდენად სასრგებო აღმოჩნდა, რომ მსურს, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა შეიტყოს მათ შესახებ.

  • ხორცსაკეპ მანქანას მდუღარე წყალი გადაავლეთ და მასში 300 - 350 გრამი გარჩეული ნიორი გაატარეთ. გატარებული ნიორი მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით 200 მლ სპირტი. ქილას მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. ათი დღის შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი კიდევ ორ დღეს გააჩერეთ.
    წვეთებს ასხამენ 50 მლ ცივ ანადუღარ რძეს და დღეში 3-ჯერ იღებენ. თავდაპირველად 5-5 წვეთი უნდა მიიღოთ, მერე კი ყოველ ჯერზე წვეთების რაოდენობა 1-ით გაზარდოთ. მე-11 დღეს უკვე 25 წვეთს მიიღებთ. ასე გააგრძელეთ ნაყენის დამთავრებამდე.
    თუ ამ წამლის სმის დროს თირკმელი აგტკივდათ, წვეთების რაოდენობა გაანახევრეთ. თუ ტკივილი გაგრძელდა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.

მკურნალობის პერიოდში უხვად უნდა სვათ სითხე. კარგია ლიმონის, ფორთოხლისა და სხვა წვენები. განსაკუთრებით მარგებელია ახალგამოწურული სტაფილოს წვენი (დღეში 0,5 ლიტრი ).
რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, ცხარე სანელებლები და ალკოჰოლი.

წვეთების სმა ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებს და თირკმლის მწვავე დაავადებების მქონეთ.
მკურნალობა იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს არეტერიულ წნევას, ძლიერ რგებს ათეროსკლეროზს, გულის ზოგიერთ დაავადებასა და შაკიკს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცეანრეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა