საუკეთესო ინსტრუქცია როგორ გავამრავლოთ მირტი სახლის პირობებში

მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარის მირტის გამრავლება შეიძლება როგორც კალმით, ასევე თესლით. ყვავილების მოყვარულებისთვის რეკომენდებულია მცენარის კალმით გამრავლება. კალმით გამრავლების შემთხვევაში მცენარის ყვავილობის პერიოდი უფრო მალე იწყება. თესლით გამრავლების შემთხვევაში მირტი ყვავილებს მხოლოდ 1 წლის შემდეგ გამოიღებს. გამრავლება წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ არის შესაძლებელი - პირველად ზამთრის პერიოდში, მეორედ კი გაზაფხულზე ან შუა ზაფხულის პერიოდში. კალმები ხის ქვედა ან შუა ნაწილიდან უნდა აიღოთ, მისი სიგრძე კი 8 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.


ტენიანობის აორთქლების თავიდან ასაცილებლად კალამს მოაშორეთ ფოთლები, ან შეამცირეთ. გამრავლების ეტაპის დასაჩქარებლად შეგიძლიათ სტიმულატორები გამოიყენოთ. 

საუკეთესო ინსტრუქცია როგორ გავამრავლოთ მირტი სახლის პირობებში


ყველაზე ლამაზი და ვიტამინებით სავსე ნარევი არის ქვიშა ტორფით, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ნიადაგი მსხვილი ქვიშით. ფესვის გამოღების პერიოდში ტემპერატურა +16-დან -20 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს. 


ფესვის გამოღების საუკეთესო პერიოდი ზამთარია. ამ დროს კალამს სინათლე საერთოდ არ სჭირდება, პირიქით მის ადგილას უნდა ჩააბნელოთ. ჭურჭელი ძალიან ღრმა არ უნდა იყოს. როგორც წესი, ფესვის გამოღების პერიოდი ერთი თვე გრძელდება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად გადანერგოთ მცენარე 7 სმ დიამეტრის ქოთანში.