გაწუხებთ ხშირი თავის ტკივილი, უძილობა, უგუნებობა, გულის ტკივილი, მაღალი წნევა? მიზეზი ამ 2 ნივთიერების დეფიციტია.

აღნიშნული სიპტომების მიზეზი მაგნიუმისა და K ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს.

მაგნიუმი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ 300-მდე რეაქციაში მონაწილეობს.

იგი ხელს უწყობს საჭმლის ენერგიად გარდაქმნას და ამინომჟავებიდან ახალი ცილების წარმოქმნას. შემთხვევით არ გვირჩევენ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების მიღებას დაღლილობის, უგუნებობის, ხასიათის ცვალებადობისა და უძლობის დროს.

მაგნიუმი აგაცილებს თავის ტკივილებს და ასევე დაგეხმარებათ შაკიკის მკურნალობაშიც.

ორგანიზმში ამ მინერალის დეფიციტისას, დაბლა ეცემა სეროტონინის დონე, რაც იწვევს სისხლძარღვთა უკუქმედებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს გულის სწორ მუშაობას: აწესრიგებს გულისცემას, აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას, აფართოვებს სისხლძარღვებს, დაბლა წევს არტერიულ წნევას, ამცირებს თრომბების ჩამოყალიბების რისკს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

გთავაზობთ მაგნიუმისა და K ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრის ბუნებრივ გზებს.

მაგნიუმის ბუნებრივი გზით მიღებისთვის გამოიყენეთ შემდეგი პროდუქტები: კეშიუ, წიწიბურა, მდოგვი, ფიჭვის კაკალი, ნუში, ფისტა, არაქისი, თხილი, ზღვის კომბოსტო, ქერი, შვრია, ფეტვი, ნიგოზი, ბარდა, ლობიო.

K ვიტამინი სისხლის შედედებისთვის აუცილებელი ცილების სინთეზს ახდენს. აქედან გამომდინარე, მისმა ნაკლებობამ შეიძლება ჭარბი სისხლდენა გამოიწვიოს.

ასევე მიიჩნევა, რომ K ვიტამინი არტერიებსა და სარქველებს იცავს კალციფიკაციისგან. აქრობს ალცჰეიმერისა და პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს.

ეს ყველაფერი არ გახლავთ!

K ვიტამინი ამაგრებს ძვლებს, ხოლო მისი ნაკლებობა ზრდის მოტეხილობების რისკს.

გახსოვდეთ, სწორი დოზირება დამოკიდებულია წონაზე, ასაკსა და სქესზე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის წონის ყოველ 1 კგ-ზე უნდა მიიღოთ 0,001 მგ ვიტამინი.

K ვიტამინის ბუნებრივი წყაროებია: ისპანახი, სალათის ფურცელი, თავიანი ხახვი, ბროკოლი, კომბოსტო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწარე წიწაკა, სტაფილო, პომიდორი, მსხალი, ვაშლი, ნიორი, ბანანი.

ფრთხილად იყავით: მაგნიუმისა და K ვიტამინის დანამატების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება ზიანი მოუტანოს თქვენ ორგანიზმს.