ალუბლის კვირტები ფარისებრ ჯირკვალს ძალიან უხდება

ალუბლის კვირტები ფარისებრ  ჯირკვალს ძალიან უხდება
ჩვენს რაიონში ყოველ მეორეს ჩიყვი აქვს. დაავადებამ არც მე ამიარა გვერდი. ვგრძნობდი, უარესობისკენ მივდიოდი, ჯირკვალი უკვე ისე გაიზარდა რომ თვალში გეცემოდათ. კომპლექსური მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებიც მეცადა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ბევრიც მაჩუქეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ერთი მათგანი მხვდებოდა თვალში. გადავწყვიტე, პირველად სწორედ ის მესინჯა. დაველოდე გაზაფხულს, დავკრიფე ალუბლის დაბერილი კვირტები, ნაწილი მარაგად მოვამზადე, ნაწილი კი მაშინვე გამოვიყენე.

აი ეს რეცეპტი:

აიღეთ 100 გრამი ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამამდე.



ზუსტად ერთი თვის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ოპერაცია აუცილებელი აღარ იყო.
ალუბლის კვირტებით კურსობრივად ვმკურნალობდი თვეების განმავლობაში. ფარისებრმა ჯირკვალმა თანთადან დაიბრუნა ნორმალური ზომა. აღარც მაწუხებდა. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტი სხვასაც გამოადგება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი