თუშარი ჯალაიათი: ინდოეთში ეს რეცეპტი "უკვდავების ელიქსირის" სახელით არის ცნობილი

თუშარი ჯალაიათი: ინდოეთში ეს რეცეპტი "უკვდავების ელიქსირის" სახელით არის ცნობილი
ჯერ კიდევ უძველესმა მკურნალებმა იცოდნენ რძის განმკურნებელი ძალის შესახებ. ხომ არ შეგვხვედრია ჯერ ისეთი დაავადება, რომლის განკურნებისას რძე არ მიგვეღოს. იგი წარმოადგენს სამკურნალო-პროფილაქტიკურ და თერაპევტიულ საშუალებას. ერთი სიტყვით, იგი არის უძველესი მკურნალი! დავამატოთ ჭიქა რძეს ეგზოტიკური ლეღვის ან ქორფა სტაფილოს ნაჭერი, და შეიძლება ვირწმუნოთ სასწაულები...

მკურნალობა რძით

1. ლეღვი რძით:
ეს არის საოცარი ნაზავი - ხველების ბუნებრივი წამალი! გარდა ამისა, ასეთი სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ყელის ტკივილს და ხმაჩახლეჩილობას, აქრობს სიცხიანობას და კუჭში შეკრულობას. ლეღვი რძით აღადგენს ორგანიზმის მაცოცხლებელ ძალას, თავიდან აგვაცილებს გაცივებას, დაეხმარება ნერვულ და გულ-სისხლძარღთა სისტემებს გადატვირთულობისა და სტრესის დაძლევაში.

ასეთი გემრიელი და სასარგებლო სასმელის დამზადება ერთობ მარტივია: აადუღეთ 1 ჭიქა რძე, ქვაბში დაამატეთ 2 გარეცხილი და დაჭრილი მშრალი ან ახალი ლეღვი. მოხარშეთ ნაზავი დაახლოებით 10 წუთი მცირე ცეცხლზე. შემდეგ ნახარჯი აიღეთ გაზქურიდან შეფუთეთ ქვაბი, რომელიც უნდა დატოვოთ 1-2 საათით დასაყენებლად. მას შემდეგ, რაც ლეღვი მთელ თავის სასარგებლო თვისებებს გადასცემს რძეს, ეს უკანასკნელი გაწურეთ და მიირთვით ნახევარი ჭიქა თბილი სასმელი დღეში 3 ჯერ ჭამის წინ.

რეკომენდირებულია ასეთი წამლის მიღება არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში. ამ მოკლე დროში თავს დააღწევთ ხველებისგან, ყელის ტკივილისგან და, ზოგადად, გამოკეთდება თქვენი იმუნიტეტი.

ყურადღება: სასმელი არ უნდა მიიღოთ ინდივიდუალურად რძის ან ლეღვის მიმართ ალერგიის დროს!



2. რძე, სტაფილო და თაფლი:
შემოდგომა კარსაა მომდგარი და არავინ არ არის დაზღვეული სეზონური გაცივებისგან. გაცივება იქით იყოს...კვირა გასტანს ცემინება და ხველება! სხვა საქმეა - გრიპი, ლარინგიტი, ბრონჰიტი, ანგინა. მართლმადიდებელ მონასტრებში გაცივების სამკურნალოდ იყენებდნენ ღია ცის ქვეშ უხვად მყოფ მცენარეებსა და ბალახს. აი კიდევ ერთი ზალიან ეფექტური რეცეპტი

აურიეთ სტაფილოს წვენის 2 ნაწილი, ერთი გაზავებული ადუღებულ რძეში და მეორე - თაფლში. კარგად აზილეთ. მიიღეთ ასეთი მარგებელი სასმელი ყოველ საათს (დღე-ღამეში 15 ჯერ). შეიძლება ინგრედიენტების რაოდენობის გაზრდა და მთელი დღისათვის მკურნალი სასმელის დამზადება.

ყურადღება: დაიმახსოვრეთ, რომ გრიპის დროს საჭიროა რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება! ბალახის ჩაი, ჟოლოს ან ძახველის ჩაი ქმედით და არსებით დახმარებას გაგიწევენ!



3. რძე "ბორჯომთან" ერთად:
რძე სამკურნალო მინერალურ წყალთან ერთად გარდაიქმნება ნებისმიერი ბრონჰიტის დროს თერაპიის ქმედით საშუალებად! აირეთ ნახევარი ჭიქა ცხელი რძე და მას დაამატე იმავე რაოდენობის "ბორჯომი". ჰოდა, ეს სასმელი აუცილებლად უნდა დალიოთ დღე-ღამეში 3 ჯერ 1/3 ჭიქის ოდენობით. სენი მყისიერად მოგეხსნებათ!



4. რძე სალბის ფოთლებთან:
მშრალი ხველების დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს სალბის ფოთლებთან ერთად რძის მიღებას. რატომ? ასეთი ნაყენი ამსუბუქებს ხველებას, ხელს უწყობს ნახველის მოცილებასა და სასუნთქი გზების გასუფთავებას. ამასთან სალბს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედების უნარი, რაც აჯანსაღებს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.

ემალირებულ ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა რძე, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი დანაყული სალბის ფურცელი, შემდეგ ადუღეთ რამდენიმე წუთი. მზა ნაზავი გაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა ცხელი ნახარში 3 ჯერ დღე-ღამეში, თანაც დაამატეთ ცოტა თაფლი.



5. ნივრის რძე:
რძე ნიორთან ერთად წარმოადგენს ასი სენისგან თავის დაღწევის უძველეს საშუალებას. არც არის გასაკვირი იმიტომ, რომ ნიორი სწორედ ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ნივრის რძეს შეუძლია გაცივებისგან განკურნება, მავნე ქოლესტერინის დონის დაწევა, არტრიტის დროს ანთების შემცირება და ნერვული სისტემის მუშაობის მოწესრიგება.

აურიეთ 250 მლ. წყალი და 500 მლ. რძე, დადგით ცეცხლზე. გაასუფთავეთ ნივრის 10 კბილი და დაამატეთ ადუღებულ ნარევს. ცეცხლი მინიმუმამდე დაიყვანეთ და მოშუშეთ ნაზავი 10 წუთი, თან პერიოდულად მოურიეთ. დაამატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი. მიირთვით ნივრის რძე დღე-ღამეში 2 ჯერ საკვების მიღების მიუხედავად. ჯანზე მოხვალთ!



ძვირი და დრო და დრო არაეფექტური წამლების ყიდვის თავიდან ასაცილებლად მხედველობაში იქონიეთ მარტივი ხალხური რეცეპტები და თქვენი ოჯახი ყოველთვის იქნება ჯანმრთელი!