რა არის პარკოსანი მუნგი (მაში) გასტრონომიული თვალსაზრისით?

კომფორტის თავის ზონა ყველაფერში არსებობს, მათ შორის კვების რაციონში. ჩვენთვის ჩვეულ პროდუქტებს საპატიო ადგილი უკავიათ მენიუში, თუმცა ისინი არ აძლევენ სხვა, არანაკლებ გემრიელ და სასარგებლო, პროდუქტებს ჩვენი ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალებას.

საკვებისგან ადამიანი იძენს ყველა მკვებავ ნივთიერებას, მათ შორის სამკურნალო კომპონენტებს. კვებაზე, როგორც წამალზე, საუბრობდა ჰიპოკრატე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე. ამაზე საუბრობს დღესაც ისეთი თანამედროვე ექიმები, როგორიცაა მაიკლ გრეგერი.



მუნგი (მაში) - ინდოეთში წარმოშობილი პარკოსანი კულტურაა. განსაკუთრებით პოპულარულია აზიაში, სადაც მას ხშირად ჭამენ დამარგვლილი სახით. მისგან ამზადებენ პასტას, რომელიც მოგვაგონებს ჰუმუსს, ხარშავენ უზბეკურ წვნიანს მაშხურდას, ამზადებენ მოშუშულ ბრინჯს.

1.ვიტამინები და მინერალები:
პარკოსანი წარმომადგენლისაგან ჩვეულებრივ ველით მდიდარ მინერალურ, მაგრამ მწირ ვიტამინურ შემადგენლობას, მაგრამ მაშის პარკი განსაკუთრებული რამ არის. მასში არის პირველისა და მეორის იდეალური თანაფარდობა. მასში თქვენ ჰპოვებთ C, B, P, A, E და K ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, სპილენძს და ყველა საჭირო ამინომჟავებს.



თუ ვისაუბრებთ გემო-კვებით ფასეულობაზე, აქ პირველი ადგილი უკავიათ ნახშირწყლებს, ხოლო მეორე ადგილზეა ცილები. ამ მხრივ სახეზეა მსგავსება ლობიოსთან.
საკვები ნივთიერებების მთელი კომპლექსის მისაღებად სცადეთ მაშის პარკის მოყვანა. ამისთვის ის საუკეთესოა იმიტომ, რომ შეუძლია ერთ ღამეში ღივის აყრა. გემოთი კი მწვანე ცერცველას მოგვაგონებს.



2. გახდომა:
ნახშირწყლები ტანის გამაუმჯობესებელი ყოველგვარი დიეტის მტრები არიან, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ორგანიზმს ძალიან უჭირს ნახშირწყლების გარეშე და დროთა განმავლობაში მისმა დეფიციტმა შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
სწორედ ამიტომ, ყველაზე მკაცრი ცილოვანი დიეტის დროსაც, თავს უნდა აძლიო ცოტა ნახშირწყალი. ჩვეულებრივ ეს არის ბრინჯი, მაგრამ მაშის პარკი კიდევ უფრო უკეთესია. პირველ რიგში, მისი ჭამა პრაქტიკულად ნედლი (უმი) სახით, რაც მის კალორიულობას მინიმუმამდე ამცირებს. მეორეს მხრივ, ის ძალიან მკვებავია და სწრაფად აძღობს კაცს. მესამე რიგში კი იგი წარმოადგენს გახდომის პროცესის დამაჩქარებელს. და აი რატომ...



3. დეტოქსიკაცია
ცნობილია, რომ შვრიის ფაფას ორგანიზმიდან გამოაქვს შხამები. წარმოიდგინეთ, რომ მაშის პარკი ასევე მოქმედებს, მაგრამ ბევრად ძლიერად. კუჭში მოხვედრისას ის წარმოქმნის ნარევს, რომელიც აქტიურად იწოვს შხამებს.
ცერცველა მაში - ასე უწოდეს პარკოსანს იმიტომ, რომ დამარგვლილი სახით ის გემოთი ჩამოგავს ახალგაზრდა ცერცველას. ის აღიარებულია შარდსადენ საშუალებად, რაც ასევე სასარგებლოა დეტოქსიკაციის დროს. ის ასევე შეშუპების მოხსნის ეფექტური საშუალებაა.



4. სამკურნალო თვისებები
მაშის პარკი გამოიყენება გულ-სისხლძარღვი დაავადებების დროს, ჰოლესტერინის და სისხლში შაქრის დონის დასაწევად. იგი ამავე დროს არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცვლელობის წყალობით ის მოიხმარება, როგორც სარძევე ჯირკვალის კიბოს პროფილაქტიკის შემადგენელი ნაწილი. უკეთესია უპირატესობა მივანიჭოთ თერმული წესით დაუმუშავებელ მაშის პარკს.



ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი განსაკუთრებით სასარგებლოა მენსტრუაციისა (თვიურის) და პოსტმენოპაუზის დროს. სულ საკმარისია დღეში 90 გრამი. საერთო გამაჯანსაღებელი მიზნებისათვის საკმარისია 30 გრამი დამარგვლილი მაშის პარკი დღეში.

ფაქიზი მაშის პარკი უკეთესია დაამატოთ სალათებს დამარგვლილი სახით, როცა ის ყველაზე მეტად წააგავს მწვანე ცერცველას. ყველაზე მარგებელია არაუმეტეს ერთი სანტიმეტრის სიგრძის ღივი.



როგორ მოვიყვანოთ მაშის პარკი:

მოათავსეთ მაშის პარკის მარცვლები ცივ წყალში და რამდენიმე საათი (თუნდაც მთელი ღამე) დატოვეთ დასაბერად. შემდეგ გადაასხით წყალი და კარგად გარეცხეთ ისინი. გადაიტანეთ კონტეინერში, დააფარეთ ნესტიანი დოლბანდი და რამდენიმე საათში ერთხელ გარეცხეთ. მეორე დღეს მარცვლები მოგცემენ ფერმკრთალ და ძალზედ მკვებავ ღივებს. აი სწორედ ამ ღივებს შეუძლიათ მრავალი ავადმყოფობის მოშორება, ასევე წონის, სახის ფერის, თმებისა და ფრჩხილების წესრიგში მოყვანა.



დღეს ეს პროდუქტი ისევე იყიდება, როგორც ყველა სხვა პარკოსანი, და ფასიც დაახლოებით ისეთივეა აქვს, როგორც მუხუდოს.

თქვენმა მეგობრებმა იციან ამის შესახებ? თუ არა, გაუზიარეთ მათაც ეს ინფორმაცია!