როდესაც ეს ხალხური რეცეპტები აღმოვაჩინე, დაუყოვნებლივ ვცადე და რამდენიმე თვეში პიგმენტური ლაქების კვალიც კი გაქრა.

როდესაც ეს ხალხური რეცეპტები აღმოვაჩინე, დაუყოვნებლივ ვცადე და რამდენიმე   თვეში  პიგმენტური  ლაქების  კვალიც კი გაქრა.
პირველი ორსულობისას ნივთიერებათა ცვლა დამერღვა, რის გამოც მოგვიანებით სახეზე დიდი მოყავისფრო პიგმენტური ლაქები გამიჩნდა. რა აღარ ვცადე, საკმაოდ მტკივნეულ კოსმეტიკურ პროცედურებზეც კი არ ვამბობდი უარს, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.
შვილი უკვე 15 წლის იყო, როდესაც რამდენიმე ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე. დაუყოვნებლივ ვცადე და როგორც იქნა, დავისვენე - რამდენიმე თვეში პიგმენტური ლაქების კვალიც კი გაქრა.

  • აიღეთ ოხრახუშის ძირები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, რათა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. ეს ფაფა 20 - 30 წუთით დაიდეთ მთელ სახეზე. ნიღაბი 1 - 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვით, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.

  • ეს საშუალება განსაკუთრებით გამოადგებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს - მოგეხსენებათ, პიგმენტური ლაქები ასაკთან ერთად ჩნდება.
    შესანიშნავია ნუშის ნიღაბი. მას მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან მომზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად დიდი ხანია იყენებენ.

  • ნიღბის მომზადების წესი ასეთია: ნახევარი ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 3 -5 წუთის შემდეგ წყალს ღვრიან, ნუშს კი ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ. მიღებულ ფაფას ამატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს, კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანენ.
    ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში 4 -5 თვის განმავლობაში.

  • ლიმონის ნიღაბის მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, გაწმენდიდან არა უგვიანეს 20 - 30 წუთისა. უნდა გაიჩეროთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

  • სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით.

  • ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით.
    პირისკანის გათეთრება კიტრსაც შეუძლია, ამიტომ მისი ნიღაბი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, ჭორფლიანი იქნება ის თუ სუფთა.
    ნიღბის მოსამზადებლად ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ ნებისმიერი მკვებავი კრემი. თუ კანი ცხიმიანია, კიტრის წვენს ვამატებთ იმავე რაოდენობის არაყს და 2 საათს ვაჩერებთ. ამ სითხეში ვასველებთ დოლბანდს და ვიდებთ სახეზე.
    კურსი 30 ნიღაბს მოიცავს.
    შეიძლება კიტრის წვენის შენახვაც: 100 გრამ წვრილად დაჭრილ კიტრს უნდა დაასხათ 100 მლ არაყი, 8 - 10 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ გადაწუროთ და დახურული ჭურჭლით შეინახოთ მაცივარში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი