პიგმენტური ლაქების მოცილება უიაფესი და უადვილესი საშუალებებითაც შესაძლებელია

პიგმენტური ლაქების მოცილება უიაფესი და უადვილესი საშუალებებითაც შესაძლებელია
მშობიარობის შემდეგ სახეზე მოყავისფრო ლაქები გამიჩნდა. რა არ ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ერთმა კოსმეტოლოგმა ისეთი ნიღაბიც კი გამიკეთა, რომ სახიდან რამდენიმე პირი კანი გადამაძრო, მაგრამ უშედეგოდ. რა უნდა მექნა, გადავწყვიტე, ლაქები ტონალური კრემით შემენიღბა (იმხანად ტონალური კრემებიდან მხოლოდ დერმაკოლის შოვნა შეიძლებოდა). ამან სულ გამიფუჭა კანი. ერთხელ პურის რიგში ( მაშინ პურზე დიდი რიგები იდგა ) გავიცანი ქალბატონი, რომელმაც მშობიარობის შემდეგ გაჩენილი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო უმარტივესი რეცეპტი მასწავლა. ლაქები მართლაც გამიქრა. დღეს საკუთარ თავზე მეცინება - რამდენი რამ ვცადე, რამდენი ფული გადავყარე და თურმე უიაფესი და უადვილესი საშუალებით ყოფილა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება:

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი არაპასტერიზებული რძე, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სუფთა სპირტი და ეს ნარევი ძილის წინ ლაქებიან კანში შეიზილეთ.

  • ქრისტესისხლას გამომშრალი ფოთლები აურიეთ არაყში (პროპორციით 1:5), 1 თვით დადგით სითბოში და გაწურეთ. დაასველეთ ნაყენში ბამბის პატარა ტამპონი, დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე და შეიხვიეთ. კომპრესი 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით და სახეზე გრილი წყალი შეისხით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, დადებითი ეფექტის მიღებამდე. '

  • პიგმენტური ლაქების, მათ შორის სახეზე, გასაღიავებლად იყენებენ ძმარსა და ხახვის წვენს. აურიეთ 2 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ნარევი წაისვით პრობლემურ ადგილებზე, გაიჩერეთ ღამის განმავლობაში. იგივე რეცეპტს იყენებენ ჭორფლის გასაღიავებლად.

  • სახეზე ლაქების ამოსაყვანად იყენებენ გვერდელას ფესვის წვენს.

  • პიგმენტური ლაქები და ჭორფლი ამოჰყავთ ბაბუაწვერას რძეწვენით.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი