რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც დაუბრუნებს თქვენს სახის კანს ახალგაზრდობას და სინატიფეს

ბევრი ქალის ოცნებაა ლამაზი და მოვლილი სახის კანი. ამისათვის ჩვენი FPAPARAZZI -ის რედაქცია გასწავლით თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს სახეს დავუბრუნოთ ახალგაზრდობა და სინატიფე.

I რეკომენდაცია - სახის კანის დარბილებისათვის დილით დაბანის მაგივრად სახე უნდა დავისველოთ და მსუბუქი მასაჟი გავიკეთოთ ყინულის ნაჭრებით. ეს ნაჭრები შეიძლება მომზადდეს შემდეგი მცენარეების ნაყენისგან: გულყვითელა (კალანდულა), ცაცხვის ყვავილი, გვირილა (2 ს/კ 2 ჭიქა წყალზე). ავადუღოთ, გავაჩეროთ 15 წთ ნელ ცეცხლზე.

II რეკომენდაცია - თუ სახის კანი გექერცლებათ, ისარგებლეთ შემდეგი გამწმენდი პროცედურით. მოამზადეთ ცაცხვის ნაყენი: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 100 გრ ცივი წყალი, აადუღეთ, გააჩერეთ 15 წთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ყვავილის თაფლი. ამ შემადგენლობით კარგად დაისველეთ გაწმენდილი სახის კანი და კისერი მთელი კვირის განმავლობაში. პროცედურის ჩატარება უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში, მაქსიმალურად მოადუნეთ სხეული.

III რეკომენდაცია - გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი: 1 ს/კ არაჟანი, 1 ს/კ ხაჭო, 1 ჩ/კ ზღვის მარილი. მთელი მასა გულმოდგინედ აურიეთ, სახეზე წაისვით. ნიღაბი გაიჩერეთ 15 - 20 წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

აქვე გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო შესანიშნავ ლოსიონს:

დაგჭირდებათ:
  • 30 გრ ხმელი გვირილა
  • 20 გრ გულყვითელა
  • 20 გრ პიტნა
  • 10 გრ როზმარინი
  • 1 ლ თეთრი ღვინო

მომზადების და გამოყენების წესი:
გვირილა, გულყვითელა, პიტნა და როზმარინი წამოადუღეთ 1 ლ თეთრ ღვინოსთან ერთად, შეინახეთ 15 დღე გრილ ადგილას, გაწურეთ და მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახე.