მარტივი და ბუნებრივი საშუალებები, ახალგაზრდული სახის კანის შენარჩუნებისათვის.
უკვე ორმოცდაათს გადავაბიჯე , მაგრამ ძალიან მიყვარს თავის მოვლა. მინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდული სახის კანის შენარჩუნებას შეძლებთ.
ქალბატონებო, დაუთმეთ საკუთარ თავს ყოველდღიურად 10-15 წუთი და თქვენი გარეგნობა ყოველთვის დამალავს თქვენს ნამდვილ ასაკს. რაც მთავარია, თქვენი მეუღლე სხვა ქალისკენ აღარასოდეს გაიხედავს.
ექიმის კომენტარი:
შვრია მდიდარია კანისთვის საჭირო ბევრი ვიტამინით და ცილებით. მისი ნიღაბი უთუოდ გაახალგაზრდავებს კანის ქსოვილებს. ყინული კი კანის მასაჟისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან კონტრასტული ტემპერატურა ააქტიურებს ქსოვილთა რეგენერაციას.
გოგრის რბილობი, ასევე, მდიდარია ვიტამინებით და კალიუმით. ზეითუნის ზეთი კი კანის კვების საუცხოო საშუალებაა.
- სახის კანი უნდა დაიბანოთ შვრიის ბურღულის ( ჰერკულესის ) ნაყენით:
1 ჩ/კ ბურღულს დაასხით 3 ს/კ მდუღარე წყალი. როცა გაფუვდება, მიღებული მასით კარგად დაიზილეთ სახის კანი. აჯობებს, თუ მას სახეზე მცირე ხნით ნიღაბივით გაიჩერებთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
- ძალიან კარგია სახის კანის დაბანა ცაცხვის ყვავილის, გვირილის, პიტნის, ორკბილას ნახარშის ყინულით. გაცივებული ნახარში ჩაასხით ყინულის ფორმაში და შედგით საყინულეში. შემდეგ ყინულის კუბებით დაიზილეთ სახის კანი, გაიმშრალეთ და წაისვით კრემი. ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება, თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ.
- თუ უკვე ნაოჭები გაგიჩნდათ, რეგულარულად იკეთეთ ნიღაბი, რომელიც ჭიმავს კანს და ასწორებს ნაოჭებს:
კარგად დასრისეთ მოხარშული გოგრის რბილობი, შეათხელეთ ზეითუნის ზეთით და წაისვით სახეზე 20 წუთი. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.