იტალიაში მისი დაგემოვნება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თქვენ კი კაპიკებად მოამზადებთ. უგემრიელესი რულეტი მინიმალური პროდუქტებით.

ნამდვილი იტალიური პორკეტტა... როდისმე დაგიგემოვნებიათ? ამბობენ აპენინის ნახევარკუნძულზე მას მხოლოდ პროფესიონელები აკეთებენ. ჩვენ ვფირობთ რომ იტალიელებზე უკეთესად შეძლებთ მომზადებას, ასე რომ პორკეტტა არის ღორის ხორცის რულეტი. ისტორიულად ეს რულეტი მოამზადეს ცენტრალურ იტალიაში, მოგვიანებით იგი გავრცელდა მთელ ქვეყანაში, დღეისათვის მის გარეშე არც ერთი დღესასწაული და ბაზრობა არ იმართება.
არომატული, მადის აღმძვრელი სხვადასხვა სანელებლებით, ხრაშუნა კანით თავის სამშობლოში იგი ითვლება მთავარ დელიკატესად, მას სთავაზობენ სპეციალურად მომზადებული ფუნთუშით.


ინგრედიენტები:
  • ღორის ბეჭი — 1-1,5 კგ.
  • ზეითუნის ზეთი — გემოვნებით
  • მარილი — გემოვნებით
  • შავი წიწაკა — გემოვნებით
  • შალფეი (სალბი) — 2 ს/კ
  • როზმარინი (გრავიოლა) — 2 ს/კ
  • ფორთოხლის კანი(ცედრა) — 3 ს/კ
  • ნიორი — 6 კბილი
  • კამის თესლი — 2 ს/კ


მომზადების წესი:
  1. აიღეთ ღორის ბეჭი გარეცხეთ და გაჭერტით შუაზე


  2. შეაბრუნეთ გაჭრილ მხარეს და გაუკეთეთ ღრმა გაჭრილი მაგიდის პარარელურად


  3. სიგრძეზე ხომ გაჭერით, ახლა დასერეთ სიგანეზე


  4. წაუსვით მას ზეითუნის ზეთი და დაამარილეთ



  5. მოაყარეთ მას შავი წიწაკა, კამის თესლი, დაქუცმაცებული როზმარინი და შალფეი დაჭყლიტეთ ნიორი და მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა



  6. გადაახვიეთ მჭიდროდ ხორცი რულეტისებურად


  7. გადახვეულ რულეტს ზემოდანაც მოაყარეთ მარილი


  8. შეკარით ძაფით და შედგით მაცივარში გააჩერეთ 3-4 საათი ან სულაც მთელი ღამით უკეთესია დადოთ ბადეზე


  9. აერღუმელი ჩართეთ 230 გრადუსზე, ფორმას მოუსვით ცხიმი ასევე ხორცსაც შეასხურეთ ცხიმი და შედგით აერღუმელში შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურატურა 120 გრადუსამდე და შებრაწეთ 20 წუთით და მოშუშეთ 60 წუთი


  10. როდესაც გამოიღებთ გადააფარეთ ფოლგა და 10 წუთის შემდეგ ხორცის რულეტი მზადაა


იტალიის ყველა რეგიონში პორკეტტა მზადდება თავისებურად ოღონდ აუცილებელი ინგრედიენტებია სალბი და როზმარინი ასევე რულეტი შეგიძლიათ გადაახვიოთ ბეკონის ნაჭრებში და სალაში, მართალია კალორიულია მაგრამ ძალიან გემრიელია