უგემრიელესი იტალიური სენდვიჩი: ამაზე გემრიელს ვერაფერს გასინჯავთ!

უგემრიელესი იტალიური სენდვიჩი: ამაზე გემრიელს ვერაფერს გასინჯავთ!
სულაც არ არის საჭირო იტალიაში წასვლა უგემრიელესი იტალიური სენდვიჩემის დასაგემოვნებლად. ახლა თქვენ უკვე შეძლებთ მათ მომზადებას საკუთარ სამზარეულოში!

თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური, ძნელად საშოვნი ინგრედიენტები. მათ შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ.

ამ უგემრიელესი სენდვიჩებით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე მეგობრებს. თითოეული მათგანი მოხიბლული დარჩება!


ინგრედიენტები:
  • ბაგეტი;
  • ხმელი ყველი;
  • ლორი;
  • ძეხვი;
  • 60 გ კარაქი;
  • 1 ჩ.კ დანაყული ნიორი;
  • 1 ჩ.კ მშრალი იტალიური ბალახი;

მომზადება:

1. დარბილებულ კარაქში აურიეთ ნიორი და იტალიური ბალახი.

2. გაჭერით ბაგეტი შუაზე და თანაბრად შეაზილეთ მას კარაქიანი მასა.

3. შუაზე გაჭრილი ბაგეტის მთელ სიგრძეზე დაალაგეთ ყველი, ლორი და ძეხვი;

4. დააფინეთ ლანგარზე ფოლგა და ძალიან ფრთხილად მოათავსეთ მასზე სენდვიჩი;

5. მოათავსეთ იგი ღუმელში, რომელიც 175 გრადუსამდეა გაცხელებული და მოითმინეთ 10 წუთი.

ვიდეო, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ამ უგემრიელესი სენდვიჩების მომზადების პროცესი:


მოამზადეთ ეს უგემრიელესი კერძი მთელი ოჯახისთვის და აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!