აირჩიეთ აქსესუარი და გაიგეთ, როგორი გინდათ, გამოჩნდეთ სხვა ადამიანების თვალში

ხშირად, ქალებს თავიანთი უპირატესობები გააჩნიათ აქსესუარის შერჩევისას. მაგალითად, ზოგს ძეწკვების დიდი კოლექცია აქვს, ზოგს კი საერთოდ არ უყვარს ბეჭდების ტარება. თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუ როგორი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ ადამიანებზე. Fpaparazzi-ს რედაქცია გტავაზობთ ტესტს: აირჩიეთ მოცემული აქსესუარებიდან ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ, თუ რაზე მეტყველებს თქვენი არჩევანი.

მასიური ბეჭედი


ეს არჩევანი იუთითებს, რომ გსურთ თქვენი მდიდრული ცხოვრების დემონსტრირება. გსურთ, რომ ადამიანებმა წარმატებულ და შეძლებულ ქალად აღგიქვან, რომ გყავთ მდიდარი თაყვანისმცემელი ან ქმარი, რომელიც ძვირფას საჩუქრებს გჩუქნით.

საყვარელი ძეწკვი


ეს არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის იპრანჭებით. ის სიმბოლურია თქვენთვის, ამიტომ ყოველდღიურად ატარებთ. სხვების აზრი დიდად არ გადარდებთ და მუდამ საკუთარი თავის ერთგული რჩებით.

ვინტაჟური ბროში


ეს გახლავთ თამამი არჩევანი! ადამიანს, რომელიც მსგავს აქსესუარებს ატარებს, არ ეშინია თავისი არაორდინალური გემოვნების დემონსტრირება. სხვებისგან გამოირჩევით და მიიჩნევთ, რომ გასულ საუკუნეებში ადამიანებს უფრო ნატიფი გემოვნება ჰქონდათ.

კლასიკური სათვალეები

ეს არჩევანი იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ცუდი მხედველობა გაქვთ, არამედ, იმაზე, რომ ცდილობთ თავი საქმიან ლედიდ წარმოაჩინოთ. ეს აქსესუარი კარგად გამოკვეთავს ამ თვისებებს.

ცდილობთ გამოიყურებოდეთ მდიდრულად, მოდურად, ბრენდულად. თქვენთვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს სახელს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ახდენთ დემონსტრირებას, თუ როგორი მოდური ქალი ხართ.

ქალური შარფი

ეს აქსესუარი არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ, ზედგამოჭრილია რიგ შემთხვევებში. თუ შარფი აირჩიეთ, ე.ი. გსურთ დაანახოთ, რომ ნამდვილი ლედი ხართ, რომელმაც კარგად იცის აქსესუარების შერჩევა.